Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

სამეცნიერო სტაჟირება (2-ჯერ სამი თვე)

ცენტრი : DAAD/OSI
ბოლო ვადა : 29-10-2010

სამეცნიერო სტაჟირება (2-ჯერ სამი თვე)
Studienaufenthalte für jüngere Hochschullehrer und Wissenschaftler (DAAD/OSI)


მიზნობრივი ჯგუფი:
ახალგაზრდა მეცნიერებათა კანდიდატები, რომლებიც მოღვაწეობენ საქართველოს აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებელში და მზად არიან შეისწავლონ მეცნიერული კვლევისა და სწავლების ახალი მეთოდები, ითანამშრომლონ გერმანელ მეცნიერებთან.

განაცხადების შემოტანა შესაძლებელია შემდეგ სპეციალობებზე: პოლიტოლოგია, სოციოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობები, სამართალი, სახალხო მეურნეობა, სახელმწიფო მართვა, განათლების მართვა, საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ფილოსოფია.

ენის ცოდნა:
კონკურსის მონაწილენი კარგად უნდა ფლობდნენ გერმანულ ან ინგლისურ ენას და თავიანთ ხელმძღვანელ პროფესორთან გერმანიაში გარკვეული უნდა ჰქონდეთ, თუ რომელ ენაზე იქნება შესაძლებელი მათი კვლევითი სამუშაოს ჩატარება.

საჭირო საბუთები:

სამი ეგზემპლარი (ერთი ორიგინალი, სამი ასლი). მოწმობები ნოტარიუსის გარდა შესაძლოა დამოწმდეს შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლის მიერ. ფორმულარი უნდა შეივსოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე. თარგმანები სრულდება გერმანულ ან ინგლისურ ენაზე.
გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება, რომ საბუთები ჩაბარებული უნდა იქნას ქვემოთ ჩამოთვლილი
თანმიმდევრობის მიხედვით!

• ლურჯი ფორმულარი ფოტოსურათით (ფორმულარები შეგიძლიათ მიიღოთ ზემოთ ჩამოთვლილ
მისამართებზე. სამივე ფოტო ორიგინალი)
• სამი ფოტოსურათი (გთხოვთ სურათი ჩააკრათ სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ადგილას)
• ტაბელარული ავტობიოგრაფია (CV)
• სამეცნიერო პუბლიკაციების სია
• დაგეგმილი კვლევითი პროგრამის დაწვრილებითი აღწერა
• გერმანიაში ჩასატარებელი სამუშაოს დროისა და ადგილის გეგმა
• გერმანელი პროფესორის თანხმობა ხელმძღვანელობაზე, რომელიც კონკრეტულად ეხება
სადისერტაციო მასალას
• მეცნიერებათა კანდიდატის დიპლომი (დამოწმებული ასლი)

კონკურსის ყველა მონაწილე, რომელიც 2010 წლის 29 ოქტომბრამდე ჩააბარებს სრულყოფილ საბუთებს, 2011 წლის იანვარში მოწვეულ იქნება გასაუბრებაზე.

საბუთები წარმოდგენილ უნდა იქნას მოცემული თანმიმდევრობით !
არასრული საბუთები არ განიხილება !
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ DAAD-ს ვებ-გვერდზე !


საბუთების მიღების ბოლო ვადა: 29 ოქტომბერი 2010 (18:00 სთ)

საკონტაქტო ინფორმაცია:
DAAD
მის: თბილისი, ზანდუკელის N16
ტელ: 920-926

მიღების საათები: 14.00-18.00 სთ.
ვებ-გვერდი: www.ic.daad.de/tbilissi

დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ როგორც DAAD-ის , ასევე

CENTER FOR INTERNATIONAL EDUCATION - CIE - საერთაშორისი განათლების ცენტრში

საკონტაქტო პირი: გიორგი გიგიბერია
ტელ:  25 26 15
ელ-ფოსტა: gaga@osgf.ge