Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

მსოფლიო ინტერნეტგმირი რუპეშ შინგადი

234cc4f7ad33

მსოფლიომ „სიგარიანი ვაჟბატონი“ (Cigar Guy) ოქტომბრის დასაწყისში გაიცნო, როცა ბრიტანულმა გაზეთმა „The Daily Mail-მა“ გოლფის ტურნირის ფოტომიმოხილვა გამოაქვეყნა. ერთ-ერთ ფოტოსურათზე ამერიკელი გოლფისტი თაიგერ ვუდსი ჩანს, რომელმაც  დარტყმა შეასრულა, მის უკან კი  გულშემატკივრები დგანან. მათ შორის სიგარიანი პიროვნებაც აღმოჩნდა. მისმა ინდურმა ჩაცმულობამ, სახალისო ფიზიონომიამ, კმაყოფილმა გამომეტყველებამ და ხშირმა ულვაშებმა გაზეთის მკითხველებზე  შთაბეჭდილება მოახდინა. შეიძლება ითქვას, რომ უელსის ტურნირზე ფოტოობიექტივში შემთხვევით მოხვედრილმა გოლფის მოტრფიალემ მეორე დილით ვარსკვლავად გაიღვიძა.  „სიგარიანმა ვაჟბატონმა“ „The Daily Mail-ის“ ფურცლებიდან ინტერნეტში, ფოტომონტაჟებში გადაინაცვლა. სურათებზე ის ბარაკ ობამას, ადოლფ ჰიტლერს, ელვის პრესლისა და ფიდელ კასტროს უმშვენებდა გვერდს. მალე ამ პერსონაჟს „CNN-მა“ სპეციალური სიუჟეტი, „Wikipedia-მ“ კი სტატია მიუძღვნა. ინტერნეტგმირი ანიმაციური სერიალის „სიმფსონების ოჯახის“ სტუმარიც გახდა. მართალია, მსგავსი პატივი არაერთ ვარსკვლავს ჰქონდა, მაგრამ გოლფის ინდოელი გულშემატკივრისგან განსხვავებით, მათ ამისთვის ხანგრძლივი და თავდაუზოგავი შრომა დასჭირდათ.


ჟღალთმიანი ინდოელისადმი სიყვარული დღითიდღე მატულობდა. ზოგიერთებმა მისი ფანკლუბიც კი დააარსეს. თუმცა მისი ვინაობა საიდუმლოდ რჩებოდა და პირადად მასთან დაკავშირებას ვერავინ ახერხებდა, რაც მისი კულტის გარშემო შექმნილ საერთო ისტერიას კიდევ უფრო აძლიერებდა. ერთბაშად რამდენიმე ინტერნეტრესურსმა ინკოგნიტო ვარსკვლავზე ძებნა გამოაცხადა. პორტალმა „BeFruga-მა“  ჯილდოდ 1000 დოლარი დააწესა მისთვის,  ვინც „სიგარიანი ვაჟბატონის“ ვინაობაზე  ინფორმაციას მოძებნიდა. საერთო მღელვარება 10 ოქტომბერს დასრულდა, როცა „The Daily Mail-მა“  შეძლო მისი აღმოჩენა. გაზეთმა „Cigar Guy-ს“ ვინაობა საკვირაო გამოშვებაში გაამხილა - ის 30 წლის, წარმოშობით ინდოელი, რუპეშ შინგადია აღმოჩნდა, რომელიც ფინანსური ანალიტიკოსია და ამჟამად მშობლებთან ერთად ლონდონის სამხრეთით ცხოვრობს. გაზეთისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში შინგადიამ  მის გარშემო შექმნილ ყველა საიდუმლოს ფარდა ახადა.  ლონდონში მცხოვრები ინდოელი თავისი ჩაცმულობით ესპანელ გოლფისტსა და სიგარის მოყვარულ მიგელ ანხელ ხიმენესს ბაძავდა, რითიც უელსში გამართულ გოლფის ტურნირში ევროპელი გოლფისტებისადმი მხარდაჭერას გამოხატავდა.  შინგადიამ  ჟღალთმიანი პარიკი და ულვაშები ინტერნეტმაღაზიაში 15 ფუნტად შეიძინა, სიგარაში კი 14 ფუნტი გადაიხადა, მაგრამ სინამდვილეში არ ეწევა. ინტერნეტსენსაციის ავტორს, როგორც ნამდვილ ვარსკვლავს შეეფერება, გარს თაყვანისმცემელთა არმია ახვევია. განსაკუთრებით კი გოგონები აქტიურობენ, რომლებიც მის  ცოლობაზე ოცნებობენ. „არ დაგიმალავთ, ეს სასიამოვნოა, მაგრამ მინდა, რომ გოგონებს მე ვუყვარდე და არა - სიგარიანი ბიჭი“, - განაცხადა დასაოჯახებელმა ინტერნეტგმირმა. შინგადიას აზრით, რომელმაც მსოფლიო ბუტაფორიული ულვაშებითა და ჟღალი პარიკით დაიპყრო, დროთა განმავლობაში მისადმი საყოველთაო ტრფობა განელდება და მშვიდი ცხოვრების საშუალება მიეცემა.