Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ახალი გამოცემები

e9a5899ab871

უძველესი მეტალურგია და სამთო საქმე საქართველოში. ძვ. წ. VI-III ათასწლეულებში / ირ. ღამბაშიძე [და სხვ.]; პროექტის ავტ. და ხელმძღ., რედ.-გამომც.: დოქ. ირ. ღამბაშიძე. – თბ.: მწიგნობარი, 2010. – 592 გვ.: ილ. 38., ოქროს არტეფაქტების ილ. 81., 56 ტაბ., ISBN 978-9941-9138-5-3

წიგნში პირველად ქვეყნდება ძვ. წ. VI-III ათასწლეულის საყდრისის ოქროს მაღაროსა და სამთო მეტალურგთა დასახელების ძირითადი მონაცემები, 1770 ერთეული ლითონისა და მეტალურგიასთან დაკავშირებული არტეფაქტები. აღწერილია სამხრეთ კავკასიის უძველესი მეტალურგიული სახელოსნოები. აღნიშნული პროექტი განხორციელდა ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდში (რუსთაველის ფონდი) მოპოვებული გრანტის მეშვეობით. წინამდებარე პუბლიკაციაში გამოთქმული ნებისმიერი მოსაზრება ეკუთვნის ავტორს და შესაძლებელია არ ასახავდეს ფონდის შეხედულებებს. კატალოგს წინ უძღვის საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პროფ. დ. ლორთქიფანიძის წინასიტყვაობა, სადაც გამოთქმულია მუზეუმის მადლიერება ბოხუმის გერმანიის სამთო მუზეუმისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის მიმართ. ეს პროექტი კი ძალიან წარმატებულ მცდელობადაა აღიარებული. სტატიებზე მუშაობდნენ: ირ. ღამბაშიძე, გ. მინდიაშვილი გ. გოგოჭური, კ. კახიანი, შ. ჩართოლანი, ი. ჯაფარიძე, ალ. ომიაძე, ს. ნადარეიშვილი. გარეკანის წინა გვერდზე გამოტანილია სპილენძის Т-სერბირთვიანი საკინძი ურმის თვლებისა და ხარის სქემატური გამოსახულებით – საჩხერე, ცარცის გორა. ძვ. წ. III ათასწ. შუა ხანები. ფოტო გ. მინდიაშვილისა. კატალოგს ახლავს 16 რუქა, აგრეთვე ფოტო-ილუსტრირებული ტაბულები და სქემები, რომელთა აღწერილობებიც შემდეგში წარმოდგენილია ქართ. რუს და ინგლ. ენებზე. ასევე სამ ენაზეა წარმოდგენილი ძეგლების საძიებელი კატალოგის მიხედვით და ანბანური თანმიმდევრობით. წიგნს ახლავს ლიტერატურის სია.