Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ასტრონომი იყენებს სუპერ-კომპიუტერს შავი ხვრელების და გალაკტიკის საკვლევად

101014144225

ასტრონომი ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მუშაობს, რათა უნიკალური სუპერკომპიუტერის მეშვეობით ამოხსნას რამდენიმე საიდუმლო, რომელიც ეხება ვრცელი გალაქტიკის ფორმირებისა და სუპერმასიური შავი ხვრელების  ევოლუციას.

ბოლო წლის განმავლობაში, ორმა სამეცნიერო ჯგუფმა, რომლებსაც ხელმძღვანელობს
ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კოსმოლოგიის ცენტრისა და ასტრო-ნაწილაკების ფიზიკის (CCAPP) კათედრაზე მომუშავე მეცნიერი, სტელიოს კაზანციდისი (Stelios Kazantzidis), შეასრულა უდიდესი რაოდენობის გამოთვლები –  საშუალოდ დაახლოებით 1000 კომპიუტერული საათი ყოველდღიურად – ოჰაიოს სუპერ-კომპიუტერული ცენტრის (OSC) პარალელური მაღალსიჩქარიანი კომპიუტერული სისტემების მეშვეობით. დეტალური ფიზიკური მოდელისა და  მისი შესაძლო მოდელირების შესაქმნელად,  კაზანციდისმა და მისმა კოლეგებმა  გამოიყენეს (OSC)-ს ფლაგმანი სისტემა, ე.წ. Glenn IBM Cluster 1350, რომელსაც აქვს 9600-ზე მეტი Opteron-ის ბირთვი და 24 ტერაბაიტიანი მახსოვრობა.

მათ ახლახანს გამოაქვეყნეს ნაშრომი: S. Callegari, S. Kazantzidis, L. Mayer, M. Colpi, J. M. Bellovary, T. Quinn, J. Wadsley. Growing Massive Black Hole Pairs in Minor Mergers of Disk Galaxies. Astrophysical Journal, 2010; (submitted) – (იხ. ბმული).

კაზანტციდისს მიაჩნია, რომ ამ გამოთვლებს გააჩნიათ პოტენციალი გახსნან ახალი ფანჯარა ასტროფიზიკური და ფიზიკური მოვლენების შესწავლაში, რომ ამ მოვლენების შესწავლა შეუძლებილია სხვა გზებით და შედეგებმა კი შეიძლება დახმარება გაგვიწიონ ფარდობითობის ზოგადი თეორიის  შემოწმებაში, რომელიც ფიზიკის ყველაზე ფუნდამენტური თეორიაა.

ისეთი უნიკალური სუპერკომპიუტერული ცენტრები როგორიცაა OSC საშუალებას აძლევენ ასტრონომებს შექმნან ძალზე დახვეწილ მოდელები, რაც შეუძლებელი იქნებოდა სხვა სისტემების, თუნდაც სუპერკომპიუტერების, გამოყენებით.
გალაქტიკური სისტემების გამოთვლების სირთულის მიზეზი ელემენტების უდიდეს რაოდენობაშია.

"ჩვენი მოდელები მხოლოდ მცირე სიმრავლეებზე მოქმედებენ, ვთქვათ გალაქტიკის ვარსკვლავებისა," განმარტავს მეცნიერი. "მაგალითად, ჩვენი გალაქტიკის – ირმის ნახტომის – მსგავსი გალაქტიკები შეიცავენ ასობით მილიარდ ვარსკვლავს, და ყველაზე უფრო დახვეწილი რიცხვითი გამოთვლები დღემდე ამ რაოდენობის მხოლოდ მცირე ნაწილის მოდელირებას ახერხებენ. ბნელი მატერიის მოდელირება კიდევ უფრო რთულიაა, რადგან იგი შედგება  ელემენტარული ნაწილაკებისაგან და ისეთი გალაქტიკა, როგორიცაა ირმის ნახტომი შეიცავს ბნელი მატერიის დაახლოებით 1067 ნაწილაკს (ერთიანი 67 ნულით)".

ვრცლად: ScienceDaily