Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

45-ე საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა ახალი წიგნებით შეივსო

biblioteka%2045-shi2

სასკოლო ბიბლიოთეკების მოწყობა გრძელდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ”ბაზისბანკის” გენერალურმა დირექტორმა დავით ცაავამ თბილისის №45 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცეს.

,,ბაზისბანკი’’ გამოეხმაურა  ინიციატივას სკოლების ბიბლიოთეკების შევსების შესახებ და სკოლისთვის სასწავლო-შემეცნებითი და მხატვრული კლასგარეშე ლიტერატურის ასზე მეტი წიგნი შეიძინა.

სასკოლო ბიბლიოთეკების მოწყობა პრეზიდენტის  ერთ-ერთი ინიციატივა და სამინისტროს პრიორიტეტია, რომლის მიხედვით, ახალი სასწავლო წლიდან  ბიბლიოთეკების წიგნებით შევსება დაიწყო. სამინისტრო მიესალმება და მადლობას უხდის ამ პროცესის მხარდამჭერ ყველა ორგანიზაციასა და  კერძო პირს, მათ შორის ”ბაზისბანკს”, რომელიც გამოეხმაურა სამინისტროს ინიციატივას - საჯარო სკოლების ბიბლიოთეკების საკითხავი ლიტერატურითა და სასწავლო სახელმძღვანელოებით შევსების თაობაზე.

მხატვრული ლიტერატურის გარდა, სამინისტრო მაქსიმალურად ზრუნავს სასკოლო ბიბლიოთეკების  სასწავლო სახელმძღვანელოებითა და სხვა სასწავლო მასალით შევსებაზეც. წელს პირველად  განხორციელდა სოციალურად დაუცველი ყველა კლასის მოსწავლის სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა, მიმდინარეობს სასკოლო ბიბლიოთეკების მეორადი გამოყენების სახელმძღვანელოებით აღჭურვა, რომელთა გამოყენების უფლება ნებისმიერ მოსწავლეს ექნება.

45-ე საჯარო სკოლა ერთ-ერთი გამორჩეული სკოლაა გლდანის რაიონში, სკოლის ხელმძღვანელობა და პედაგოგები მუდმივად ზრუნავენ როგორც სასწავლო პროცესის  დახვეწაზე ასევე, სასკოლო  ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე. სკოლაში 800-მდე მოსწავლეა, ისინი აქტიურად მონაწილეობენ სასწავლო  ოლიმპიადებში, სხვადასხვა ინტელექტუალურ და სპორტულ ღონისძიებებში.

[სიახლეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან]