2010 წლის ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში: შეთავაზება, მოთხოვნა და შრომის ბაზარი
2010 წლის ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში მიენიჭა ამერიკელებს - პიტერ დიამონდს (ფოტოზე მარცხნივ) და დალ მორტენსენს (შუაში) და ანგლო-კვიპროსელ კრისტოფერ პისარიდს კონკრეტულად შრომის ბაზარზე შეთავაზებისა და მოთხოვნის ჰარმონიზების სირთულეებზე გაწეული სამუშაოებისათვის.
რატომ არის ამდენი დაუსაქმებელი მაშინ, როცა ამავდროულად უამრავი ვაკანსიის შემოთავაზება ხდება? როგორ უნდა მოახდინოს ეკონომიკურმა პოლიტიკამ გავლენა უმუშევრობაზე? 2010 წლის ნობელის პრემიის ლაურეატებმა ჩამოაყალიბეს თეორია, რომლის საშუალებითაც პასუხები უნდა გაეცეს ამ კითხვებს. მათ მიერ გაწეული სამუშაობიდან ირკვევა, რომ რაც მეტია უმუშევრობის შეღავათები, მით უფრო მნიშვნელოვანია უმუშევრობის დონე და გრძელია სამუშაოს ძებნის ვადა.
70 წლის ამერიკელი პიტერ დიამონდი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტის პროფესორი და პოლიტიკურ ასპარეზზე საყურადღებო ეკონომისტი წელს მოიაზრებოდა ამერიკის ცენტრალური ბანკის, Federal American Reserve-ის მმართველად. 1971 წლიდან მან აჩვენა, რომ კვლევების დახმარებით მართულ ხარჯებს შეუძლია შეცვალოს ბაზრის ფასი იმდენად მნიშვნელოვნად, რომ თავისუფალი კონკურენციაც კი არ შეეხოს. 71 წლის დალ მორტენსენი, ნორთვესთერნის (Northwestern) უნივერსიტეტის პროფესორი, ცნობილი გახდა თავისი ნამუშევრებით სამუშაოს ძებნისა და ფრიქციონალური უმუშევრობის-ორ სამსახურს შორის-შესახებ. და ბოლოს, 62 წლის კრისტოფერ პისარიდი, ლონდონის ეკონომიკური სკოლის (London School of Economics ) პროფესორი არის შრომის ბაზარსა და ეკონომიკურ სტრატეგიათა გადაწყვეტილებებს შორის ურთიერთობის სპეციალისტი. აღსანიშნავია, რომ დალ მორტენსენმა და კრისტოფერ პისარიდმა 2005 წელს უკვე მიიღეს შრომის ეკონომიკაზე სპეციალიზირებული გერმანული უნივერსიტეტის IZA-ს პრიზი მათივე ნამუშევრებისათვის უმუშევრობის, კრეატიულობისა და ვაკანსიების გაუქმების შესახებ.
ვრცელი ტექსტი (ფრანგულ ენაზე):
http://www.larecherche.fr/content/actualite-economie/article?id=28485- Login to post comments