Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

მოითხოვე „სამსუნგის“ მობილური მხოლოდ ჰოლოგრამით!

485cf7e578bb

„სამსუნგი“  საქართველოს ბაზარზე მობილური ტელეფონების ფალსიფიკატორებთან ბრძოლას იწყებს. „მოითხოვე „სამსუნგის“  მობილური მხოლოდ ჰოლოგრამით“ - კომპანია ამ სლოგანით და სპეციალურად შექმნილი ჰოლოგრამით მობილური ტელეფონების ქართველ მომხმარებლებს ფალსიფიცირებული პროდუქციისგან დაიცავს, რისთვისაც „სამსუნგმა“  სპეციალური კამპანია დაიწყო.

„საქართველოს ბაზარი ფალსიფიკაციისგან დაუცველია, რის გამოც ზარალდება მომხმარებელი და  მსოფლიო ბრენდების იმიჯი და რეპუტაცია ილახება.“ - ამბობს „სამსუნგის“ რეგიონული წარმომადგენელი საქართველოში ნიკოლოზ დობორჯგინიძე. მისი თქმით, ამ პრობლემის გადასაჭრელად „სამსუნგმა“ ორი ძირითადი მიმართულება აირჩია: „პირველ რიგში მოვახდინეთ „სამსუნგის“ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეესტრში. რაც იმას ნიშნავს, რომ არალიცენზირებულად იმპორტირებული ყველა პროდუქცია  საბაჟო სამსახურის მიერ შემოწმდება და ფალსიფიკაციის აღმოჩენის შემთხვევაში მისი ამოღება მოხდება. მეორე: ჩვენი მომხმარებლის უფლებების დაცვის მიზნით გადავწყვიტეთ, შეგვემუშავებინა სპეციალური დამცავი ჰოლოგრამა, რომელიც  სამხრეთ კორეაში დამზადდება და საქართველოს ბაზრისთვის განკუთვნილ „სამსუნგის“ ყველა მობილურზე განთავსდება.  იმედი გვაქვს, რომ  ჩანაფიქრი  წარმატებული იქნება.“ - ამბობს ნიკოლოზ დობორჯგინიძე.

„სამსუნგის“ ჰოლოგრამების კამპანიის დაწყებას კომპანიის წარმომადგენელი ოჰ სუნგ კიმი დაესწრო. იგი საქართველოში „სამსუნგის“ ოფიციალურ დილერებს, სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებს,  ჟურნალისტებს შეხვდა და ჰოლოგრამების მნიშვნელობაზე ესაუბრა. „სამწუხაროდ, საქართველოს ბაზარზე ყველაზე გაყიდვადი საეჭვო წარმოების, ფალსიფიცირებული ტელეფონებია, რომლის გამოსხივებაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის  სახიფათოა. სამხრეთ კორეაში სპეციალურად საქართველოს ბაზრისთვის დაბეჭდილი ჰოლოგრამების მეშვეობით ქართველ მომხმარებელს საშუალება ექნება,  ორიგინალი „სამსუნგი“ ფალსიფიცირებულისგან გაარჩიოს. ჩვენ მიერ წარმოებულ ყველა მობილურს, რომელიც საქართველოს ბაზრისთვის არის განკუთვნილი, აუცილებლად ექნება ჰოლოგრამა. იყავით წინდახედულნი და მოითხოვეთ „სამსუნგის“ მობილურები მხოლოდ ჰოლოგრამით!“ - განაცხადა „სამსუნგის“  წარმომადგენელმა ოჰ სუნგ კიმმა.

ჰოლოგრამების გავრცელება მკაცრად კონტროლდება, რომელსაც  დაცვის რამდენიმე მექანიზმი აქვს: 1. „სამსუნგის“ ოფიციალური ლოგო; 2. წარწერა „წარმოებულია საქართველოსთვის“; 3. სამფერიანი წარწერით გამოსახული ჩარჩო.