მიმდინარეობს საიტის განახლება
ბიბლიოთეკის კატალოგი
ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში | ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში | ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში |
![]() |
||
საძიებლებიმიმდინარეობს საიტის განახლებაბიბლიოთეკის კატალოგი
ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაშითქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge |
ძიება ამ საიტზე : Googleმონაცემთა ბაზებისამეცნიერო მონაცემთა ბაზები(დროებით ჩართულია ყველა მომხმარებლისათვის): სტატიები სამეცნიერო ჟურნალებიდან The New England Journal of Medicine Openedition Journals SAGE JournalsDuke University Press Journals ONLINE Edward Elgar Publishing Journals and Development Studies e-books The IMechE Journalsბიბლიომეტრიული მონაცემთა ბაზები ლექსიკონები ნავიგაციაშესვლაყველაზე პოპულარული ამბებიდღეს:ყველა დროის:ფოტოსურათები ბიბლიოთეკიდანამინდიგამოკითხვა |
განახლებული „გაგრის საუბრები“
გამოაქვეყნა Irakli-მ : ხუთ, 21/10/2010 - 00:59.
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით, 13-16 ოქტომბერს, ივანე ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია ”IX „გაგრის საუბრები“ ნეირომეცნიერების ფუნდამენტურ საკითხებზე". კონფერენციის გახსნას ესწრებოდნენ: ივანე ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი პროფესორი ნარგიზ ნაჭყებია, საქართველოს ფიზიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი, აკადემიკოსი ვაჟა ოკუჯავა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი ფრიდონ თოდუა, უცხოელი და ქართველი მეცნიერები. კონფერენცია „გაგრის საუბრები“ პირველად 1948 წელს, გამოჩენილი ფიზიოლოგის, აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილის ინიციატივით გაიმართა. „გაგრის საუბრების“ მიზანი იყო სპეციალისტების ფართო წრეში ნეიროფიზიოლოგიის ყველაზე აქტუალური საკითხების განხილვა. სპეციალისტების წრე მოიცავდა იმ დროისთვის მსოფლიოში ცნობილ ნეიროფიზიოლოგებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ყოფილი საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა წამყვანი სამეცნიერო დაწესებულებიდან. ივანე ბერიტაშვილის სიცოცხლეში „გაგრის საუბრები“ გაიმართა ექვსჯერ, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ - ორჯერ. დასახელება „გაგრის საუბრები“ მომდინარეობს ქალაქ გაგრიდან, სადაც ეს სამეცნიერო ღონისძიება ტრადიციულად იმართებოდა. 1990-იან წლებში საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების შემდეგ „გაგრის საუბრები“ დღემდე არ გამართულა. 2010 წლის 10 იანვარს 125 წელი შესრულდა აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილის დაბადებიდან. ქართველმა ფიზიოლოგებმა ამ თარიღის აღსანიშნავად გადაწყვიტეს „გაგრის საუბრების“ განახლებული სახით აღდგენა. განახლებული „გაგრის საუბრების“ მიზანია ამერიკელ და ევროპელ მეცნიერებთან ქართველი მეცნიერების კიდევ უფრო დაახლოება, გამოცდილებისა და წარმატებების გაზიარება, ულტრათანამედროვე მეთოდების გაცნობა, დანერგვა, ახალგაზრდა მკვლევარების დაინტერესება ნეირომეცნიერებით და სხვ. კონფერენციაში მონაწილეობდნენ მეცნიერები შვედეთიდან, გერმანიიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, საფრანგეთიდან, ჰოლანდიიდან და სხვა ქვეყნებიდან. კონფერენციაზე მოხსენებით სულ 87 მეცნიერი გამოვიდა. »
|
ცნობები![]() ტელეფონები:2212768; 2335930 (ცნობები) 2 335305 (პატენტები და გამოგონებები) 2 724580 (ი.გრიშაშვილის ბიბლიოთეკა–მუზეუმი) 2 212731 (საზოგადოებასთან ურთიერთობა) სამუშაო საათები: ორშ-სამ: 10:00 – 18:00 ოთხ-ხუთ: 10:00 – 22:00 პარასკ: 10:00 – 18:00 შაბ–კვი: 11:00 – 17:00
|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|