Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

IREX-ედმუნდ მასკის სამაგისტრო გაცვლითი პროგრამა (Muskie)

მიმდინარეობს ანკეტების მიღება 2011-2012 მასკის სამაგისტრო პროგრამაზე. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა ორშაბათი, 8 ნოემბერი, 5:00. 

 

ედმუნდ მასკის სამაგისტრო პროგრამა წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიუროს პროგრამას, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX). პროგრამა საშუალებას აძლევს მოქალაქეებს სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, მოლდავეთიდან, რუსეთიდან, ტაჯიკეთიდან, თურქმენეთიდან, უკრაინიდან და უზბეკეთიდან მიიღონ მაგისტრის ხარისხი ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტში. მონაწილეები შეირჩევიან ღია, თანასწორუფლებიანი კონკურსის საფუძველზე.

 

პროგრამის ყველა მონაწილე:

  • დაესწრება ლექციების სრულ განაკვეთს ერთი ან ორი წლის განმავლობაში;

  • პირველი აკადემიური წლის განმავლობაში შეიმუშავებს და განახორციელებს პროექტს, რომელიც სარგებელს მოუტანს ადგილობრივ საზოგადოებას;

  • გაივლის სტაჟირებას სასწავლო სემესტრის შემდეგ.

 

პროგრამა სრულად არის დაფინანსებული და ითვალისწინებს:

  • მხარდაჭერას აშშ J_1 ვიზის მისაღებად;
  • მგზავრობას მონაწილის საცხოვრებელი ქალაქიდან მასპინძელ უნივერსიტეტამდე ამერიკის შეერთებულ შტატებში და უკან;
  • ყოველთვიურ სტიპენდიას;
  • სამედიცინო დაზღვევას;უნივერსიტეტში სწავლების საფასურს;
  • თანხას წიგნების შესაძენად;
  • ბინის ქირას და კვებას აშშ-ში ყოფნის პერიოდში; და
  • ინგლისური ენის კურსებს (საჭიროების შემთხვევაში).

   დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული საანკეტო ფორმა და ინსტრუქციები.

      საანკეტო ფორმის ონლაინ ვერსია

მოგიწოდებთ შეავსოთ პროგრამის ანკეტა ონლაინ რეჟიმში. საანკეტო ფორმის ონლაინ ვერსიის მოპოვება შესაძლებელია მოცემულ ლინკზე:

https://oas.irex.org/muskie/Logon?ReturnUrl=%2fmuskie

 

ღია კარის დღეები გაიმართება IREX-ის ოფისში ყოველ ოთხშაბათსა და პარასკევს, 5 საათზე.

 

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მხარდაჭერით, აირექსი მართავს სემინარს თემაზე ”სამოტივაციო წერილის წერის ტექნიკა”. ღონისძიება გაიმართება 1 ნოემბერს, 5 საათზე. სემინარს გაუძღვება კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის დირექტორი, ბატონი ჰანს გუთბროდი. დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე tkvashilava@irex.ge.


      IREX / საქართველოს ოფისი

ი. აბაშიძის ქ. 4, 0179 თბილისი, საქართველო

ტელ/ფაქსი:  (995 32) 29 19 05; 91 26 08

ელ-ფოსტა: muskie@irex.ge 

 

ანკეტების ჩაბარება შესაძლებელია აგრეთვე ქვემოთ მოცემულ პარტნიორ ორგანიზაციებში:
ზუგდიდი – არასამთავრობო ორგანიზაცია “ათინათი”, რუსთაველის ქ. №94, II სართ. ტელ: (995 215) 5 00 56; ხაშური – ხაშურის ცენტრალური ბიბლიოთეკა, IATP ცენტრი, ძნელაძის ქ. №10, ტელ: (995 268) 4 57 60; ახალციხე – საერთაშორისო განათლების ცენტრი, რუსთაველის ქ. №65 ტელ: (995 265) 2 15 51;  ბათუმი – საერაშორისო განათლების ცენტრი, გოგილაძის ქ. №91, II სართ.  ტელ: (995 222) 7 58 17;  ქუთაისი – საერთაშორისო განათლების ცენტრი, წერეთლის ქ. №13 ტელ.: (995 231) 4 11 40; თელავი – საერთაშორისო განათლების ცენტრი, უნივერსიტეტის ქ. №1, V სართ. ტელ: (995 250) 7 31 39;

 



მიმაგრებული დოკუმენტები
ონლაინ ანკეტის ინსტრუქციები    
საანკეტო ფორმის ინსტრუქციები    97 KB
საანკეტო ფორმა- ნაწილი 1    661 KB
საანკეტო ფორმა- ნაწილი 2    201 KB
პროგრამის ფლაერი    334 KB