Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დაარსებიდან 80 წლის იუბილეს აღნიშნავს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დაარსებიდან 80 წლის იუბილეს აღნიშნავს.

საიუბილეო კვირეულის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სასწავლო დაწესებულებას ეწვია და იუბილესთან დაკავშირებით,   საპატიო დოქტორებისთვის დიპლომების გადაცემის ცერემონიალს დაესწრო.

საიუბილეო მედლები  უნივერსიტეტის უცხოელ სტუმრებს გადაეცათ. აქვე წარმოდგენილ იქნა კინოქრონიკა „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი-ტრადიციებით მომავლისკენ“.

მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ სამედიცინო უნივერსიტეტის ისტორიისადმი მიძღვნილ ფოტო და უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ნახატების გამოფენას.

შეგახსენებთ, რომ ქართული უნივერსიტეტი 1918 წელს ივანე ჯავახიშვილის ინიციატივით   დაარსდა, სადაც  პირველი რექტორი პეტრე მელიქიშვილი იყო. ამავე წელს უნივერსიტეტში   სამკურნალო და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი გაიხსნა. 1930 წლიდან უმაღლესი სასწავლებელი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის, ხოლო 1992 წლიდან უნივერსიტეტის სახელით ფუნქციონირებს.

ცნობისთვის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის (AMEE) და სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) წევრია.

[geonews.ge]