Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

მეცნიერების ზეიმი საფრანგეთში ყველგან : 21-დან 24 ოქტომბრამდე

BHP_Une_FETESCIENCE_logo_151010
”ბიომრავალფეროვნება, ბიოტექნოლოგია და ბიოეთიკა, როგორი გამოწვევაა მომავლისათვის?”: სწორედ ამ საკითხს ეხება მეცნიერების ზეიმი, რომელიც გაიმართება საფრანგეთში 21-დან 24 ოქტომბრამდე. 2010 წელი გაერთიანებულმა ერებმა აღიარა  ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო წლად, ამგვარად ეს თემატიკა აქტუალურია, როგორც არასდროს.
ეს ოთხი დღე საშუალებას იძლევა, გამოკვლეულ იქნას ცოცხალი სამყარო, მისი მრავალფეროვნება და ეკოლოგიური კომპლექსები. პროგრამაში გათვალისწინებულია აგრეთვე: სიცოცხლის მეცნიერების სფეროში მიღწეული პროგრესი, რამაც ადამიანებს საშუალება მისცა, გაეუმჯობესებინათ თავისი ჯანმრთელობა და ეკონტროლებინათ ყველა ცოცხალი ორგანიზმის განვითარების მექანიზმი.


რატომ უნდა ვიზეიმოთ მეცნიერების დღეები?

-    რათა მოხდეს ცოდნის გაზიარება, ჩვენი გერემომცველი სამყაროთი აღფრთოვანება, ჩვენი საზოგადოების საკითხების განხილვა და უცნობის საზღვრების მოშლა...

-    რათა შევიცნოთ ჩვენი გარემოცვა და ავაშენოთ უკეთესი მომავალი, საჭიროა სამეცნიერო ინფორმაციის მიღება, კვლევის შედეგებთან დაკავშირებული საკითხების ცოდნა, მკვლევარაბთან აზრთა გაცვლა-გამოცვლა.

-    რათა ვიმოქმედოთ, რათა ხელი შევუწყოთ დებატებს, რომლებიც თან ახლავს ჩვენს მუდმივ ევოლუციის პროცესში მყოფ  საზოგადოებას.

მეცნიერების ზეიმის თამაშის წესები:
 
სამეცნიერო ინფორმაცია გადამოწმებულია, მისი საზოგადოებისათვის მიწოდება ადაპტირებულია, მონაწილეობა ძალიან ადვილია...

სად ტარდება მეცნიერების ზეიმი?

 ევროპაში, და ყველგან, თქვენთან ახლოს. შეუძლებელია, ყველა  ღონისძიების საქმის კურსში ჩაგაყენოთ, იმდენად მდიდარი შემოთავაზებები გვაქვს!  ინტერესი რომ გაგიძლიეროთ, მხოლოდ რამოდენიმე ისტორიასა და  მაგალითს გაჩვენებთ, სრულ სიას კი იხილავთ მეცნიერების ზეიმის საიტზე - http://www.fetedelascience.fr/

BHP_Une_FETESCIENCE_151010

ვრცელი ტექსტი (ფრანგულ ენაზე):

http://www.science.gouv.fr/fr/agenda/bdd/res/3754/fete-de-la-science-partout-en-france-du-21-au-24-octobre/