Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

განათლების სისტემაში ეროვნული საკვალიფიკაციო სტანდარტები დამტკიცდა

mariotshi%20prezentacia2

21.10.2010 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებულმა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრმა პირველად განათლების სისტემაში ეროვნული საკვალიფიკაციო სტანდარტები შეიმუშავა.

,,ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო’’ დოკუმენტი საზოგადოებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დავით კერესელიძემ წარუდგინეს.

”ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო” აერთიანებს საქართველოში არსებულ ყველა კვალიფიკაციას, ასახავს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სხვადასხვა საფეხურის სწავლის შედეგებს. დოკუმენტი აყალიბებს თუ რა ცოდნა, უნარები და ღირებულებები უნდა ჰქონდეს პირს შესაბამისი საფეხურის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის - ატესტატის, დიპლომის მისაღებად.

ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო” მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს:

  • სტუდენტზე, მოსწავლეზე ორიენტირებული განათლების სისტემის ჩამოყალიბებას;
  • საქართველოში მიღებული განათლების საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას;
  • სტუდენტებისა და მოსწავლეების მობილობის პროცესს;
  • სასწავლო პროგრამების შექმნის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბებას.

”ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს” მიღებით დაინერგება მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის სისტემა, რასაც ითვალისწინებს სიცოცხლის მანძილზე  სწავლის ევროპული საკვალიფიკაციო ჩარჩო (The European Qualifications Framework for Lifelong Learning - LLL). ეს სისტემა  რვადონიანია და მოიცავს ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს განათლებას. ამ გზით გამარტივდება საქართველოში მიღებული განათლების აღიარება საერთაშორისო დონეზე, რაც განათლების რეფორმის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. ღონისძიებას საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელები დაესწრნენ.

[სიახლეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან]