Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ლატვიის უნივერსიტეტების დელეგაცია საქართველოში

Irina-estoneti

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე ლატვიის უნივერსიტეტების წარმომადგენელთა დელეგაციას შეხვდა. უცხოელი კოლეგების ორდღიანი ვიზიტის მიზანი, მენტორობისა და მასწავლებლობის მაძიებლობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სიახლეების გაცნობა და გამოცდილების გაზიარება იყო.

ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე სამუშაო შეხვედრა გაიმართა, მათ შორის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ  ცენტრში სხვადასხვა მიმართულების კოორდინატორებთან.

დელეგაციამ დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღო საგნობრივი სტანდარტების, ეთნიკური უმცირესობებისათვის სახელმწიფო ენის სწავლების, მაღალმთიან რეგიონების სკოლების კვალიფიციური მასწავლებლებით უზრუნველყოფის,   უცხო ენისა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლებასთან დაკავშირებით. დელეგაციის წევრები ასევე დაესწრნენ მენტორობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს.

სამომავლოდ იგეგმება მენტორებთან შეხვედრა სკოლებში,  ინკლუზიური განათლების ექსპერტებთან და ქუთაისისა და თელავის უნივერსიტეტების პედაგოგიური ფაკულტეტების წარმომადგენლებთან ერთობლივი სამომავლო პროექტების განხორციელების მიზნით.

[სიახლეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან]