Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

იუნესკო/კეიზო ობუჩის 2011 წლის ერთობლივი კვლევითი სტიპენდია ახალგაზრდა მეცნიერებისათვის

[შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი]

22.10.2010

იუნესკო/კეიზო ობუჩის სტიპენდია განკუთვნილია იმ პირებისათვის, რომლებიც ფლობენ მაგისტრის ხარისხს და სურვილი აქვთ განახორციელონ კვლევითი სამუშაოები საზღვარგარეთ 3-9 თვის განმავლობაში.
სტიპენდიის მოპოვება შეუძლიათ პირებს, რომლებიც მუშაობენ შემდეგ სფეროებში:

  • გარემო (პრიორიტეტულია წყლის მეცნიერებები);
  • კულტურათაშორისი დიალოგი;
  • საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები;
  • კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • კანდიდატების ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 40 წელს.
  • კანდიდატს უნდა ჰქონდეს მოწვევა იმ უნივერსიტეტიდან, რომელშიც კვლევის ჩატარებას აპირებს.
  • პრიორიტეტი ენიჭებათ:
    • ქალებს;
    • კანდიდატებს ნაკლებად განვითარებული ქვეყნებიდან.
  • კანდიდატები უნდა ფლობდნენ იმ ქვეყნის ენას, რომელშიც კვლევა იგეგმება;
  • კანდიდატებს შეუძლიათ აწარმოონ კვლევა ერთ ან ორ ქვეყანაში.

სტიპენდიის მოპოვების მიზნით კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

  • უმაღლესი განათლების (მაგისტრის ხარისხის) დამადასტურებელი დოკუმენტის 2 ასლი ნიშნების ფურცელთან ერთად;
  • სარეკომენდაციო წერილი;
  •  მიმწვევი კვლევითი დაწესებულების თანხმობის წერილი;
  • იმ ქვეყნის ენის ფლობის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც კანდიდატი კვლევის ჩატარებას აპირებს;
  • დაგეგმილი კვლევითი სამუშაოს დეტალური აღწერა (მაქსიმუმ ორი გვერდი), მასში უნდა შედიოდეს შემდეგი ინფორმაცია:
    1. კვლევის მიზანი, დასაბუთება, სიახლე, მნიშვნელობა;
    2. მოსალოდნელი შედეგი;
    3. კვლევის მეთოდი;
    4. კვლევის ჩასატარებელი ადგილი;
    5. კვლევის ხანგრძლივობა;
    6. დეტალური ბიუჯეტი (მინიმუმ 6 000 მაქსიმუმ 10 000 აშშ დოლარი)

შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2010 წლის 22 ნოემბერი 18:00.

დაწვრილებითი ინფორმაცია და პროექტის წარდგენის ფორმები იხილეთ შემდეგ ბმულებში:

საკონტაქტო პირი: მაკა ქაჯაია, სამეცნიერო პროგრამების დეპატრამენტის კოორდინატორი
დეტალური ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
მისამართი: დ. უზნაძის ქ. #68, IV სართული
ტელ: 95 17 52
ელ-ფოსტა: kajaia@rustaveli.org.ge
ვებ-გვერდი: www.rustaveli.org.ge