Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

სტიპენდიები ფრიბურგის უნივერსიტეტში

ცენტრი : გებერტ რიუფის ფონდი
გამოქვეყნდა : 23-10-2010
ბოლო ვადა : 15-01-2011

”კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელი" 5-წლიანი პროგრამაა, რომლის მიზანია სამხრეთ კავკასიაში ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების განვითარება. იგი ფინანსდება გებერტ რიუფ ფონდის მიერ  და ხორციელდება ფრიბურგის უნივერსიტეტის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ინტერფაკულტეტური ინსტიტუტის მიერ.

პროგრამა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულების 4 მაგისტრანტს, რომლებიც სწავლობენ ისტორიის, სოციალური, პოლიტიკური მეცნიერებების, ენებისა და ფილოსოფიის მიმართულების პროგრამებზე შესაძლებლობას აძლევს, გაიარონ ერთსემესტრიანი სასწავლო კურსი (2011 წლის სექტემბერი - 2012 წლის იანვარი) ფრიბურგის უნივერსიტეტში. ფრიბურგის  უნივერსიტეტში სწავლა მიმდინარეობს გერმანულ და ფრანგულ ენებზე.

კონკურსში მონაწილე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა)უნდა ჰქონდეს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ჰუმანიტარულ ან სოციალურ მეცნიერებათა დარგში და ამჟამად უნდა ირიცხებოდეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული/სოციალური დარგის სამაგისტრო პროგრამებზე;
ბ)უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
გ)უნდა ფლობდეს გერმანულ ან ფრანგულ ენას.


საჭირო საბუთები:


ა) სამოტივაციო წერილი (ხელმოწერილი)
ბ)შევსებული სააპლიკაციო ფორმა (ხელმოწერილი)
გ) ბაკალავრის დიპლომისა და ნიშნების ფურცლის ასლი.
დ)ავტობიოგრაფია ჩაკრული სურათით (პასპორტის სურათი)
ე)ენის ცოდნის დამადასტურებელი საბუთი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
დ)შევსებული შეთანხმების დოკუმენტი.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ზემოაღნიშნული მიმართულებების პროგრამების ყველა მაგისტრანტს, გარდა იმ სტუდენტებისა, რომლებიც 2011 წლის საშემოდგომო სემესტრის ბოლოს მე-4 სემესტრს ხურავენ. ფრიბურგის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში მაგისტრანტებმა უნდა დააგროვონ 20- დან 30 კრედიტამდე.

გთხოვთ, იხილოთ სააპლიკაციო ფორმა გერმანულსა და ფრანგულ ენებზე. შევსებული აპლიკაციები, შეთანხმების დოკუმენტი და ყველა სხვა საჭირო საბუთი, რომელთა ჩამონათვალი მოცემულია სააპლიკაციო ფორმაში, ორ ეგზემპლარად (ნაბეჭდი სახით) და ელექტრონულად (კომპაქტ-დისკზე) უნდა ჩაბარდეს ”კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელის” საქართველოს საკოორდინაციო სამსახურს ქვემოთ მოცემულ მისამართზე:

დეტალური ინფორმაცია, სააპლიკაციო ფორმა და შეთანხმების  დოკუმენტი იხილეთ პროგრამის ვებგვერდზე: http://ascn.ch/en/grants_scholarships/exchange-semester.html
ან ქვემოთ მოცემულ დანართებში.

საბუთების შემოტანის ბოლო ვადაა 2011 წლის 15 იანვარი. შედეგები გამოცხადდება 2011 წლის აპრილის შუა რიცხვებში.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ASCN პროგრამის საქართველოს საკოორდინაციო სამსახური:
თიკო ქადაგიშვილი - პროექტის ასისტენტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჩოლოყაშვილის 3/5
ოთახი № F 408
ტელ.: 877 55 33 16
ელ ფოსტა: tiko_kadagishvili@iliauni.edu.ge
ვებგვერდი: www.ascn.ch

აპლიკაცია და დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ მიმაგრებულ ფაილში:

მიმაგრებული ფაილის გადმოქაჩვა

http://edu-guide.ge/p1sh701lgeo.html