Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ყანჩელის პერფორმანსი

a1762 11:30 24.10.2010 [presa.ge]

 

ქართველი კომპოზიტორის - გია ყანჩელის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით, დღეს,  რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრსა და სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში ჩატარდება ამ საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი კონცერტი.

შესრულდება კომპოზიტორის ისეთი ცნობილი ნაწარმოებები, როგორც – "DIXI" შერეული გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის, "STYX" ალტის, გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის, "Ninna Nanna" ფლეიტისა და სიმფონიური ორკესტრისათვის, "Ex Contrario" 2 ვიოლინოს, ბას-გიტარის, სინთეზატორისა და CD-პერფორმანსისათვის.

კონცერტებში მონაწილეობენ: ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ნიკო სულხანიშვილის სახელობის ეროვნული საგუნდო კაპელა, თბილისის კამერული ორკესტრი "სიმფონიეტა", უცხოეთიდან მოწვეული მუსიკოსები - იულიან რახლინი, სოფია რახლინი, ჟანა ტომსენი, ბენჟამენ გილმორი, ანდრეს მუსტონენი, პაველ ვერნიკოვი, სვეტლანა მაკაროვა.

გია ყანჩელი 1935 წელს, თბილისში დაიბადა. 1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გეოლოგის სპეციალობით. დიპლომის აღებისთანავე სწავლა გააგრძელა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახ. კონსერვატორიაში საკომპოზიციო ფაკულტეტზე, რომელიც 1963 წელს დაამთავრა. 1972 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მუსიკალური ნაწილის გამგედ. 1979 წელს იგი საქარველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანია.

განსაკუთრებულად აღსანიშნავია მისი სიმფონიური თხზულებები. 1977 წელს შექმნილმა სიმფონიამ “ინ მემორია მიქელანგელო” მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა. ამჟამად გია ყანჩელი ცხოვრობს ანტვერპენში, მაგრამ კავშირი საქართველოსთან და რუსთაველის თეატრთან არ გაუწყვიტავს.