Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

პრიზით "ანასტასია" დაჯილდოების ცერემონიალი

29/10/2010 - 18:00
29/10/2010 - 19:00
Etc/GMT+4
საქართველოს ზრდასრულთა განათლების ასოციაცია 2010 წლის 29 ოქტომბერს, 18 საათზე გიწვევთ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში (გუდიაშვილის 7, მესამე კორპუსი) ზრდასრულთა ქართველი განმანათლებლის ანასტასია თუმანიშვილის სახელობის პრიზით დაჯილდოების ცერემონიალზე.

პრიზი "ანასტასია" 2010 წელს დააწესა საქართველოს ზრდასრულთა განათლების ასოციაციამ, რომელიც "სწავლა სიბერემდე" იდეის განვითარებისა და ზრდასრულთა განათლებაში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის ყოველწლიურად გადაეცემა ერთ პიროვნებასა და ერთ ორგანიზაციას. პრიზი ბრინჯაოს ქანდაკებაა, რომლის ავტორია ცნობილი ახალგაზრდა მოქანდაკე ირაკლი წულაძე.

პირველი პრიზები გადაეცემათ ლექსო ხუბულავასა და ფონდს "ტასო".

ლექსო ხუბულავას საზოგადოება იცნობს, როგორც "ჯობს.გე"–ს დამფუძნებელსა და დირექტორს. www.jobs.ge ვებ-გვერდია, სადაც ქვეყნდება განცხადებები ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და ტენდერების შესახებ. იგი შეიქმნა 1998 წელს, როგორც დასაქმების ხელშემწყობი არამომგებიანი პროექტი და მოგვიანებით გარდაიქმნა ყველაზე წარმატებულ ინტერნეტ-ბიზნესად საქართველოში. დღეისათვის ქვეყანაში www.jobs.ge ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინტერნეტ-გვერდია დამატებითი განათლების მიღებისა და დასაქმების მსურველთათვის. იგი ასევე მოიცავს ყველაზე ფართომასშტაბიან ელექტრონულ დაგზავნას, რის გამოც "ჯობს.გე" განსაკუთრებით ეფექტური და ქმედითი საინფორმაციო რესურსია.

ფონდი "ტასო" შეიქმნა 2007 წელს, როგორც ფონდის "ღია საზოგადოება – საქართველო" ქალთა პროგრამის მემკვიდრე და მისიის გამგრძელებელი. ფონდი ქალთა მოძრაობის განვითარების საჭიროებათა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, მუშაობს შემდეგი მიმართულებებით: ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესება და ქალთა საინიციატივო ჯგუფებისა და ორგანიზაციების ხელშეწყობა გენდერული ძალადობის დასაძლევად მიმართულ საქმიანობაში; ქალთა მოძრაობის გაფართოება და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა ჩართვა საზოგადოებრივ ცხოვრებაში; გენდერული/ქალთა კვლევების განვითარება; "უფლებამოსილებითი განათლება" სკოლის ასაკის ბავშვებისათვის; დოკუმენტური ფილმების შექმნა ქალთა პრობლემების გასაშუქებლად; მედიასთან თანამშრომლობა საზოგადოებაში გენდერული წონასწორობის მისაღწევად.

თავისი ნაყოფიერი მოღვაწეობით ფონდი "ტასო" სწორედ მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის იდეას ემსახურება და ამით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყანაში ზრდასრულთა განათლების საქმეში. იგი რეალურად ეხმარება თვითრეალიზებასა და ცხოვრებაში დამკვიდრებაში იმ ადამიანებს, რომელთაც ასაკის მიუხედავად საზოგადოების თანადგომა და მხარდაჭერა კვლავაც სჭირდებათ.

დაჯილდოების ცერემონიალი დაასრულებს წლევანდელ ზრდასრულთა განათლების ფესტივალს (27-29 ოქტომბერი), რომელიც იმართება დევიზით "სწავლა სიბერემდე", სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის (dvv international) ინიციატივითა და საქართველოს ზრდასრულთა განათლების ასოციაციის თანაორგანიზატორობით.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

საქართველოს ზრდასრულთა განათლების ასოციაცია (www.aeag.org.ge)
თეა გულუა
ტელ: 899 574874
ელ.ფოსტა: aeag@gol.ge | infoAEAG@gmail.com

სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის წარმომადგენლობა საქართველოში (www.dvv-international.ge)

თბილისი, ნაფარეულის ქ. 4
მარიკა კერესელიძე
ტელ: 913475, 251752
ელ.ფოსტა: info@dvv-international.ge | kereselidze@dvv-international.ge