Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა ენერგეტიკის თემაზე სემინარი გამართა

2010-10-26

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, როგორც პროექტ “აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი მეცნიერების და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში” (IncoNet EECA) მონაწილე ორგანიზაცია, მასპინძლობდა პროექტის ფარგლებში გამართულ თემატურ სემინარს ენერგეტიკის სფეროში, რომელიც გაიმართა ქ. თბილისში მიმდინარე წლის 21-22 ოქტომბერს.

სემინარში მონაწილე დარგის 25 ექსპერტი წარმოადგენდა ერთის მხრივ, ევროკავშირსა და ასოცირებულ ქვეყნებს (საბერძნეთი, პოლონეთი, ბულგარეთი და თურქეთი) და მეორეს მხრივ, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს (უკრაინა, ბელორუსია, მოლდოვა, აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი და უზბეკეთი).

სემინარის მიზანი იყო ენერგეტიკის სფეროში ევროკავშირის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისათვის საერთო ინტერესის მქონე თემატური პრიორიტეტების დადგენა, რათა მათი გათვალისწინებით მოხდეს ევროკავშირის კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების მე-7 ჩარჩო პროგრამის (FP7) ფარგლებში ორგანიზებული სამომავლო კონკურსების თემატიკის შერჩევა.

ასეთი მიდგომა ხელს შეუწყობს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების FP7-ში უფრო აქტიურ მონაწილეობას და მათ ინტეგრაციას ევროპის კვლევით სივრცეში.

სემინარში, მონაწილეთა ერთობლივი მუშაობით გამოიკვეთა საერთო ინტერესის მქონე ოცამდე თემა, რომელთა კრიტიკული განხილვის შემდეგ საბოლოოდ შეირჩა ექვსი თემა. აღნიშნული თემები გადაეგზავნება ევროკავშირის ენერგეტიკის გენერალურ დირექტორატს, სადაც საბოლოოდ დადგინდება მათი FP7-ის ფარგლებში ორგანიზებულ სამომავლო კონკურსების თემატიკად გამოყენების მიზანშეწონილობა.

საიტიდან: http://rustaveli.org.ge