Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

გამოფენა : გეორგ ბაზელიცის 1965–1992 წლების ბეჭდური გრაფიკა

გეორგ ბაზელიც (დაბ. 1938) 
1965–1992
წლების ბეჭდური გრაფიკა
უცხოეთთან ურთიერთობის ინსტიტუტის (ifa) გამოფენას
წარმოადგენენ საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი და
საქართველოს ეროვნული მუზეუმი

გამოფენის გახსნა: 2 ნოემბერს, 18:00 საათზე
გამოფენის ხანგრძლივობა: 2.11.–2.12. 2010
შალვა ამირანაშვილის სახ. ხელოვნების მუზეუმი
თბილისი, გუდიაშვილის ქ.1


3 ნოემბერს, 16:00 საათზე
ხელოვნების კრიტიკოსის და კინოხელოვანის
ჰაინც პეტერ შვერფელის დოკუმენტური ფილმის ჩვენება:
გეორგ ბაზელიც, 2004 (52 წთ)
გერმანულ ენაზე ქართული სუბტიტრებით
საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია
ფურცელაძის ქ. 1

დასწრება თავისუფალია!
 

"რეალობა თავად ნახატია და ის ნამდვილად არ არის ასახული მასზე." გეორგ ბაზელიცის ეს წინადადება მისი შემოქმედების სლოგანად იქცა. და ეს მიუხედავად იმისა, რომ 1938 წელს დოიჩბაზელიცში(საქსონია) ჰანს–გეორგ კერნის სახელით დაბადებული ხელოვანი თავის ნახატებში, პლასტიკებსა და გრაფიკულ ნამუშევრებში არასოდეს ღალატობს საგნობრივ გამომსახველობას. 1957 წელს ბაზელიცი საცხოვრებლად დასავლეთ ბერლინში გადადის და თავისი სტილის განმსაზღვრელი, სპეციფიკური მოტივების ძიებისას საკუთარ ხელწერას მიაგნებს – 1969 წლიდან მისი ობიექტები თავდაყირა დგანან. დანახულის თავდაყირა დაყენება მისი შემოქმედების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ხდება. ბაზელიცი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ჩვენი ხედვის საფუძველს, ადრეული რენესანსის პერიოდიდან გაბატონებულ იდეას: სურათში პერსპექტიულ–ტექტონურად აგებული სივრცისა. ამგვარად, ის თავისუფლდება მოცემული ხედვისაგან და საგნებს ახლებურ თვითმყოფადობას სძენს. საგნების განსხვავებული ხედვა ბაზელიცის ნამუშევრების მნახველთ აიძულებთ განყენებულად შეხედონ სურათის მოტივს, რითაც უფრო მძაფრად აღიქმება ფორმებისა და ფერების ურთიერთქმედება და სიმრავლე.

უცხოეთთან ურთიერთობის ინსტიტუტის (ifa) ეს გამოფენა მოიცავს 1965 - 92 წწ. შექმნილ 82 გრაფიკულ ნამუშევარს.