Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

აკაკი წერეთლის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

29.10.2010
akaki-29.10.10საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა აკაკი წერეთლის 170-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გამართული  კონკურსების გამარჯვებულები დააჯილდოვა. 29 ოქტომბერს ასევე გაიმართა  1893 წელს გამოცემული აკაკი წერეთლის ”სალამურის” ზუსტი ასლის  პრეზენტაცია. 

აკაკის კვირეულის (25-29 ოქტომბერი) ფარგლებში  არაერთი ღონისძიება ჩატარდა. მათ შორის თხზულებების კონკურსი დევიზით - ”სჯობს მონობაში გადიდკაცებულს თავისუფლების ძებნაში მკვდარი”, რომელშიც მონაწილეობას VIII-XII კლასის მოსწავლეები იღებდნენ. კონკურსი  3 ეტაპად განხორციელდა: სასკოლო, რეგიონული და დასკვნითი ტურები.  პირველი ადგილი თიანეთის რ-ნის ახალსოფლის საჯარო სკოლის XI  კლასის მოსწავლემ სალომე ჯიმშიტაშვილმა დაიმსახურა, რომელიც 700 ლარით დაჯილდოვდა, მეორე ადგილზე თბილისის №67  საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე ნიკოლოზ სამადაშვილი გავიდა და პრიზის სახით 500 ლარი მიიღო, ხოლო მესამე ადგილზე გასულ საჩხერის რ-ნის სოფელ სხვიტორის X კლასის მოსწავლე მარიამ დეკანოიძეს 300 ლარი გადაეცა.

კვირეულის ფარგლებში ჩატარდა ვებ-კონკურსი ”როგორ ვიცნობთ აკაკის შემოქმედებას”. სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული დახურული ტიპის ტესტი აკაკის შემოქმედებისა და ბიოგრაფიის შესახებ პირველმა სამტრედიის რ-ნის სოფ. ნაბაკევის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლემ რუსუდან შენგელიამ შეავსო. მინისტრმა მას პორტატული კომპიუტერი გადასცა. 

ღონისძიების  ფარგლებში გამართულ პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნა შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ორგანიზებითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით დაბეჭდილი, 1893 წელს გამოცემული აკაკი წერეთლის ”სალამურის”  ზუსტი ასლი.

[სიახლეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან]