მიმდინარეობს საიტის განახლება
ბიბლიოთეკის კატალოგი
ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში | ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში | ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში |
![]() |
||
საძიებლებიმიმდინარეობს საიტის განახლებაბიბლიოთეკის კატალოგი
ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაშითქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge |
ძიება ამ საიტზე : Googleმონაცემთა ბაზებისამეცნიერო მონაცემთა ბაზები(დროებით ჩართულია ყველა მომხმარებლისათვის): სტატიები სამეცნიერო ჟურნალებიდან The New England Journal of Medicine Openedition Journals SAGE JournalsDuke University Press Journals ONLINE Edward Elgar Publishing Journals and Development Studies e-books The IMechE Journalsბიბლიომეტრიული მონაცემთა ბაზები ლექსიკონები ნავიგაციაშესვლაყველაზე პოპულარული ამბებიდღეს:ყველა დროის:ფოტოსურათები ბიბლიოთეკიდანამინდითსუ - ახალი ამბებიგამოკითხვა |
ხელოვნური განაყოფიერებით დაბადებული პირველი ინდური მარტორქა
გამოაქვეყნა ekalejava-მ : ორშ, 01/11/2010 - 03:06.
აშშ - მდედრმა მარტორქამ გააჩინა პირველი ინდური მარტორქა ხელოვნური განაყოფიერების შედეგად. პირველი მარცხის შემდეგ მაინც დაიბადა პატარა მარტორქა. მდედრმა მარტორქამ, ნიკიმ, ცინციტანის (Cincinnati) ინდურ ზოოპარკში გააჩინა პირველი ინდური მარტორქა, რომელიც ხელოვნური განაყოფიერების შედეგია. ამჟამად პატარა მამალი მარტორქა კრიტიკულ მდგომარეობაშია და ზოოპარკის პერსონალი ზრუნავს მასზე.დედა 1 ოქტომბრიდან მონიტორინგულ კონტროლზე იმყოფებოდა 24 საათის განმავლობაში. ორშაბათს საღამოს ის ძალიან აჟიტირებული გახდა და მოხალისე დამკვირვებლებმა მეორე დილით ადრიანად დაუძახეს ზოოპარკის პერსონალს. ნიკიმ ბოლოსდაბოლოს იმშობიარა მოხალისეთა ზედამხედველობის (ვიდეოს საშუალებით) და პერსონალის თვალწინ, რომლებიც დიდი ხანია, შეშფოთებულნი ელოდნენ ამ წუთს. როგორც კი პატარა გაჩნდა, ზოოპარკის პერსონალმა დაიწყო მისი რეანიმაცია, რადგანაც პირველ წუთებში ის არ სუნთქავდა. ეს პატარა არა მარტო ხელოვნური განაყოფიერები შედაგად გაჩენილი პირველი ინდური მარტორქაა, არამედ გაყინული სპერმით გაჩენილი პირველი მარტორქაცაა. ცინციტანის ზოოპარკის სამეცნიერო ჯგუფმა 2005 წელს აიღო სპერმა ბრონქსის ზოოპარკის მამალი მარტორქისაგან. -196 °C-ზე კრიობიოლოგიურ ბანკში შენახული სპერმა წარმატებით გამოიყენეს 2009 წლის ივნისში. სამი წლით ადრე ნიკი იყო პირველი დედალი ინდური მარტორქა (საფრთხის ქვეშ მყოფი), რომელიც გაანაყოფიერეს ხელოვნურად გაყინული სპერმით. სამწუხაროდ, სრული ორსულობის შემდეგ მისი პატარა მკვდარი დაიბადა. ასეთი სიკვდილიანობა ხშირია 10 წელზე მეტი ხნის დედალ მარტორქებთან. მათგან 50 % მკვდარ პატარას შობს. მიუხედავად ამ დრამატული ფაქტისა, ზოოპარკის პერსონალი მაინც იმედიანად იყო, რადგან მსგავსი დრამების შემდეგ, დედალი ინდური მარტორქები ახერხებენ, ბოლომდე მიიყვანონ თავისი ორსულობა და გააჩინონ ცოცხალი პატარები. ვრცელი ტექსტი (ფრანგულ ენაზე): http://fr.news.yahoo.com/68/20101030/tsc-le-premier-rhinocros-indien-n-dune-i-04aaa9b.html»
|
ცნობები![]() ტელეფონები:2 212768 (ცნობები) 2 335305 (პატენტები და გამოგონებები) 2 724580 (ი.გრიშაშვილის ბიბლიოთეკა–მუზეუმი) 2 212731 (საზოგადოებასთან ურთიერთობა) სამუშაო საათები: ორშ-სამ: 10:00 – 18:00 ოთხ-ხუთ: 10:00 – 22:00 პარასკ: 10:00 – 18:00 შაბ–კვი: 11:00 – 17:00
|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 |
|