Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ნოემბერში საქართველოში რუსული კინოს ფესტივალი ჩატარდება

14:55 31.10.2010
მიუხედავად რთული რუსულ–ქართული პოლიტიკური ურთიერთობისა, გუშინ საბოლოოდ გაირკვა, რომ ნოემბერში საქართველოში რუსული კინოს ფესტივალი ჩატარდება. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება, როგორც ადრინდელი, ისე ახალი ნამუშევრები.

თბილისში დაგეგმილ მასშტაბურ ღონისძიებაზე ჩამოსვლას გეგმავენ ცნობილი რუსი რეჟისორები, მსახიობები და კინო–კრიტიკოსები.

რუსული კინოს ფესტივალი 4 ნოემბერს გაიხსნება და ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება. აღნიშნული ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ეს ღონისძიება იქნება მნიშვნელოვანი წვლილი სახალხო დიპლომატიაში.

ფესტივალზე ჩამოსვლას გეგმავს ცნობილი რუსი რეჟისორი ელდარ რიაზანოვი, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოში "დიდი იმედებითა და ფარული კმაყოფილებით" გაემგზავრება. ორგანიზატორებისავე თქმით, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 31 ფილმი.

გაიმართება ასევე ცნობილი რეჟისორის – სერგეი სოლოვიოვის ფილმების რეტროსპექტივა, რომელიც აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტი "ისტორიის საშინელი პარადოქსი იყო".

presa.ge

ghn.ge