Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

კემბრიჯის კოლეჯების სასტიპენდიო პროგრამა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მეცნიერთათვის

 

ბოლო ვადა:  1 ნოემბერი 2010 წ.

პროგრამა განკუთვნილია: ცენტრალური და აღმოსავლეთ  ევროპისა და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში შერჩეულ მეცნიერთათვის

პროგრამის ხარჯები: უფასო ერთადგილიანი საცხოვრებელი და კვება ერთთვიანი პროგრამის განმავლობაში

პროგრამის განხორციელების ადგილი: გაერთიანებული სამეფოს (UK) კემბრიჯის კოლეჯები, ერთი თვე ზაფხულში

პროგრამის აღწერილობა

კემბრიჯის უნივერსიტეტი, ღია საზოგადოების ინსტიტუტთან ერთად, პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს ცენტრალური და აღმოსავლეთ  ევროპისა და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, მათ შორის, უკრაინაში  შერჩეულ მეცნიერებს, რომელთაც სურთ, იმუშაონ უნივერსიტეტების ბიბლიოთეკებში, ან ეკონტაქტონ აკადემიურ სპეციალისტებს თავიანთ სპეციალობებში. პროგრამა სთავაზობს ერთთვიან ვიზიტს კემბრიჯის ერთ-ერთ კოლეჯში, ზაფხულში (ივლისი-სექტემბერი).

მეცნიერები უნდა ფლობდნენ დოქტორის ხარისხს, ან ექვივალენტურ სტატუსს და უნდა იყვნენ უნივერსიტეტის მასწავლებლები, ან კვლევითი ინსტიტუტების წევრები.

ყველა აპლიკანტს ექნება უფასო ერთადგილიანი საცხოვრებელი და კვება მათი ერთთვიანი პროგრამის განმავლობაში, აგრეთვე - მცირე ანაზღაურება ფოტო-კოპირებისთვის, წიგნებისა და პირადი ხარჯებისთვის. პარტნიორები, ან სხვა პირები ვერ იქნებიან უზრუნველყოფილნი საცხოვრებლით.

აპლიკანტები კარგად უნდა ფლობდნენ სალაპარაკო ინგლისურ ენას.

ვრცლად: edu-guide.ge