Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ჩინეთი ეცილება პირველ ადგილს სუპერკომპიუტერების მსოფლიო რეიტინში

1432657_3_2382_le-superordinateur-tianhe-1
სუპერ-სწრაფი კომპიუტერების წარმოებაში ჩინეთმა გადაუსწრო აშშ-ს ხუთშაბათს, 28 ოქტომბერს. ორასი ინჟინერის მიერ შექმნილი Tianhe-1A (”ირმის ნახტომი”) არის სუპერკომპიუტერი, რომელიც დაიდგა სუპეკომპიუტერების ეროვნულ ცენტრში, ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთის ქალაქ ტიანჯინში (Tianjin).
სისტემას გააჩნია წამში 2,507 პეტაფლოპსის სიმძლავრე (თეორიული ზღვარი კი 4,7), ანუ წამში 2507 ტრილიონი ოპერაციის ჩატარების უნარი. აქამდე ამერიკის ენერგიის დეპარტამენტის სისტემას,იაგუარს (Jaguar) ჰქონდა გამოთვლის ყველაზე დიდი შესაძლებლობა: წამში 1,75 პეტაფლოპსი.
სუპერკალკულატორი Tianhe-1A შეიძლება გამოყენებულ იქნეს მრავალ სფეროში, მეტეოროლოგიის, სამედიცინო კვლევების დარგში. მას აქვს მიკროპროცესორები Intel, გრაფიკული პროცესორები Nvidia და ჩინელი ინჟინრების მიერ შექმნილი ახალი პროცესორები, რომელსაც დაარქვეს "FeiTeng-1000".

ამ ახალი სუპერკომპიუტერით ჩინეთმა პირველად დაიკავა ადგილი აშშ-ს წინ. სიძლიერისაკენ ასეთი სწრაფვა, სხვათაშორის, ნაციონალურ პრიორიტეტად იქცა 2006 წელს ჩინეთის მთავრობის მიერ ინოვაციური ტექნოლოგიების ფართომასშტაბიანი გეგმების მიღებასთან ერთად.

სრული ტექსტი (ფრანგულ ენაზე)

იგივე თემაზე (ინგლისურად)