Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

როგორ ირჩევენ ფსიქოპატები თავის მსხვერპლს

chaperonrouge გინდათ, აიცილოთ ფსიქოპატების ყურადღება? მაშინ ყურადღება მიაქციეთ თქვენი სიარულის მანერას... Criminal Justice and Behaviour-ში გამოქვეყნებული უახლესი კვლევების მიხედვით, ფსიქოპატი ადამიანები სიარულის მანერით აღიქვამენ მსხვერპლის დაუცველობას. ამგვარად, რადგანაც ფსიქოპატები მეკუთვნებიან განსაკუთრებული ადამიანების კატეგორიას, მსხვერპლებსაც უნდა გააჩნდეთ საერთო მახასიათებელი, განმარტავს Psychology Today. უკვე დიდი ხანია, ფსიქოლოგებმა იციან, რომ რაც უფრო ფსიქოპატია ადამიანი, მით იოლად ამოიცნობს იგი პოტენციურ მსხვერპლს. გამოკვლევამ აჩვენა, რომ ის ამას ახერხებს სიარულის მანერაზე დაკვირვებით. Brock University-ის ანჯელა ბუკმა და კიმბერლი კოსტელომ (Angela Book et Kimberly Costello) ჩაატარეს კვლევა, რომლის მიზანიც იყო სიარულის მანერის მიხედვით ფსიქოპატის მიერ ადამიანის დაუცველობის ამოცნობის შესაძლებლობა, განმარტავს Manic Monday. ფსიქოპატებს აჩვენეს ვიდეოფილმები,სადაც ადამიანები გადაღებულია უკნიდან, სიარულის დროს. ფსიქოპატებს უნდა ეთქვათ, იოლი იყო თუ არა ამ პერსონებზე აგრესიის გამოჩენა. სიარულის დროს გადაღებული თორმეტი ადამიანს შორის ზოგიერთზე მართლაც იყო განხორციელებული აგრესია. ფსიქოპატებმა ისინი ამოიცნეს. და მაინც რას ხედავენ ფსიქოპატები დაუცველობის ამოსაცნობად? ისინი ირჩევენ მსხერპლს იმის მიხედვით, თუ რამდენად გრძელ ნაბიჯებს დგამს, როგორ გადააქვს სხეულის წონა, რა სიმაღლეზე წევს ფეხს. მთლიანობაში, სხეულის ეს ნიშნები საშუალებას აძლევს ფსიქოპატს, მიხვდეს, თუ რამდენად დარწმუნებულია მსხვერპლი თავის თავში. სხეულის ნიშნები, რომელიც ააშკარავებს საკუთარი თავის უნდობლობას, არის: თვალების ცეცება, ხელ-ფეხის გრეხვა, პოზიციის შეცვლისას დიდი ჟესტების არ გაკეთება.

ამგვარად, ქალები, რომლებიც იქცევენ ფსიქოპატების ყურადღებას, აგრძელებს Psychology Today, ცოტას ლაპარაკობენ, ბევრი არაფერი გადახდენიათ თავს, სახლიდანაც ხშირად არ გადიან. ისინი არიან ფსიქოლოგიურად დაუცველები და , ამგვარად, ცუდად მომზადებულები ფსიქოპატების შემოტევებისათვის წინააღმდეგობის გასაწევად, თუ სიტუაციის საკონტროლებლად. ისინი ხშირად ისეთი ტრამვირებულები არიან, რომ ამ საკითხზე ლაპარაკიც კი ტკვილს აყენებთ. ეს კი საუკეთესო სიახლეა ფსიქოპატისთვის, რომელსაც შეუძლია გააგრძელოს თავისი გზა.

ტექსტი ფრანგულ ენაზე:

http://www.slate.fr/lien/29389/psychopathes-victimes-demarche-choix