Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მოხუცთა სამყაროში

სამიდან ერთი ფრანგი 2060 წელს იქნება 60-ზე მეტი წლის და ასწლოვანი ადამიანების რიცხვი ცამეტჯერ გაიზრდება. INSEE-ს უკანასკნელმა დემოგრაფიულმა პროგნოზებმა შეიძლება გაგვახაროს...ან შეგვაშინოს.

bebe-feuille

დემოგრაფია არის საკმაოდ უცნობი მეცნიერება.  INSEE  (Institut national de la statistique et des études économiques - ეკონომიკური კვლევისა და სტატისტიკის ნაციონალური ინსტიტუტი ) აქვეყნებს  2060 წლისათვის მოსახლეობის  შესახებ ახალ პროგნოზს: ყველა გაზეთი წერს ამის შესახებ, რადიოშიც ამაზე ლაპარაკობენ, ასწლოვანი ადამიანებისაგან ინტერვიუებიც აიღეს... მომდევნო გამოშვებამდე  აღარ ვილაპარაკოთ ამ თემაზე. და მაინც, არსებულ სამყაროში მიმდინარე ყველა ცვლილებას შორის უმნიშვნელოვანესია მოსახლეობასთან დაკავშირებული ცვლილებები. კარგია იმის ცოდნა, რომ საფრანგეთის მოსახლეობამ 2060 წელს შეიძლება გადააჭარბოს 73 მილიონს და რომ ასწლოვანების რაოდენობამ 200.000-ს მიაღწიოს ამ დროისათვის. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, თუ ეს რას გულისხმობს და უნდა შეგვეძლოს ამ ციფრების მსოფლიო კონტექსტში ჩასმა.

ორი რამ არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს: მსოფლიო მოსახლეობა იზრდება სწრაფი ტემპით და ის ბერდება. გაერთიანებული ერების ბოლო ინფორმაციით 2050 წელს  (ცენტრალური სცენარის მიხედვით) მსოფლიოში იქნება 9 მილიარდზე მეტი მოსახლე მაშინ, როცა 2009 წელს იყო 6,8 მილიარდი, ხოლო 1950 წელს - 2,5 მილიარდი. ამ მილიარდობით კაცისა და ქალის გამოკვება, დაბინავება, მოვლა და სამსახურით უზრუნველყოფა გახდება საჭირო. ამოცანა მით უფრო გართულდება, რაც ეს გაზრდილი მოსახლეობა არათანაბრად გადანაწილდება და ამას თან დაერთვება ზოგადი დაბერებაც.

ვრცელი ტექსტი ფრანგულად:

http://fr.news.yahoo.com/79/20101103/tsc-bienvenue-dans-un-monde-de-vieux-be0b1cf.html