Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

მეცნიერება, ვერსალის სასახლის უცნობი ასპექტი

versailles
გამოფენა, სახელწოდებით „მეცნიერება და ინტერესები ვერსალის კარზე“, წარმოგვიდგენს საფრანგეთის სასახლის კარის ახალ ასპექტს.

ბანკეტები, თამაშები, კურტიზანები: შეიძლება იფიქროთ, რომ ვერსალი მხოლოდ თავისუფლებისა და დროსტარების ადგილი იყო. სულაც არა!  2010  წლის 26 ოქტომბერს გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით „მეცნიერება და ინტერესები ვერსალის კარზე“, რომელიც გაგრძელდება 2011 წლის 26 ოქტომბრამდე და დაარწმუნებს დამთვალიერებლებს, რომ „სერიოზულსა და სამეცნიეროს“ საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა სასახლის ყოველდღიურობაში.

გამორჩეულად ორიგინალური მუზეუმი დამთვალიერებელს თავდაპირველად 360°-იან ვიდეო პროექტორის დარბაზში ეპატიჟება. საიტზე ჩიტივით  გადაფრენის შემდეგ, შესაძლებელია სამეცნიერო ადგილების მონახულება, რომელთაგან ზოგი არაჩვეულებრივია. მაგალითად, პარკის არხები, სადაც სანაოსნო ექსპერიმენტები ტარდებოდა. მომდევნო მარშრუტი იყოფა ექვს სექციად, იმ დროისათვის უმაღლესი პატივის – სასახლის კარზე ტექნიკური დემონსტრირების მოწყობის სახით.

ვერსალი იყო მრავალი დისციპლინის ლაბორატორია. ძველი სამეფო სამხეცის რეკონსტრუქცია გვიჩვენებს ზოოლოგებისა და ჰიპიატრების, ვეტერინართა წინამორბედების, სამუშაოებს. ტრიანონის (Trianon) ძველი სათბურებით შთაგონებული დარბაზში ჰერბორისტებისა და ბოტანიკოსების სამყაროში ვხვდებით, რომლებიც ბრინჯისა და ბანანის აკლიმატიზირებით იყვნენ დაკავებულნი. მედიცინაც სახეზეა სკალპელის სახით, რომელიც ლუი XIV-ის საოპერაციოდ გამოიგონეს, ან კიდევ მადამ დე კუდრეის  „მანქანა“ – შვიდი თვის ჩვილის მოდელი საშვილოსნოში, რომელსაც მშობიარობის ხელოვნების შესასწავლდ იყენებდნენ. მთლიანობაში 400-ზე ნეტი ნივთი, თუ ხელოვნების ნიმუში შეგროვდა.

ვრცელი ტექსტი (ფრანგულ ენაზე):

http://www.larecherche.fr/content/actualite-histoire/article?id=28653