Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

არალეგალურ კომპიუტერულ ატვირთვაში ბრალდებული ამერიკელი ქალის დაუსრულებელი იურიდიელი ბრძოლ

ჯემი ტომასის (Jammie Thomas)-ის ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მოელოდა, რომ მის სასჯელს გამოხმაურება მოჰყვებოდა და რომ მას ეს არაკონსტიტუცურად მიაჩნია. ამერიკელ ქალს ფედერალურმა სასამართლომ ოთხშაბათს   1,5 მილიონი დოლარის ზარალის გადახდა დააკისრა 24 სიმღერის საიტზე არალეგალურად ატვირთვის გამო.

2007 წელს დაწყებული საქმე  ”კაპიტოლიმი ტომასის წინააღმდეგ”, არის მრავალმხრიანი იურიდიული ფელეტონი. 2007 წელს ქალბატონ ტომასს მინესოტას ტრიბუნალმა  222 000 დოლარის  ზარალის გადახდა დააკისრა  RIAA (Recording Industry Association of America)-ს ინტერესების დასაცავად, რომელიც ამერიკული Sacem-ის ექვივალენტია (Sacem-საავტორო უფლებების დამცველი ფრანგული ორგანიზაცია) Kazaa-ს P2P ( ინგლისური გამოთქმიდან peer-to-peer) ქსელზე 24 სიმღერის ატვირთვის გამო.

ერთ-ერთი პირველი ”დიდი პროცესი”

ქსელებზე აღმოჩენილი ამტვირთავების წინააღმდეგ  RIAA-ს მიერ წამოწყებული ვრცელი კომპანიის შემდეგ ეს არის ერთ-ერთ პირველი ”დიდ პროცესი” არალეგალური ატვირთვისათვის. ბრალდებულთა უმრავლესობა ამჯობინებს, მშვიდობიანი გზით მოაგვაროს საქმე, მაგრამ ჯემი ტომასი უარყოფს ნაწყვეტების ატვირთვის ფაქტს და სასამართლოს წინაშე წარდგომას ირჩევს.

მაგრამ სასჯელის მიკუთვნების შემდეგ მოსამართლე აცხადებს, რომ მან არასწორი ინფორმაცია მიაწოდა ნაფიც მსაჯულებს და მოითხოვს ხელახალ პროცესს. 2009 წლის 18 ივნისს ჯემი ტომასი ხელმეორედ სცნეს დამნაშავედ, მაგრამ იმჯერზე 1,92 მილიონი დოლარი დააკისრეს.

სრული ტექსტი ფრანგულად:

http://www.lemonde.fr/technologies/article/2010/11/05/telechargement-vers-un-quatrieme-proces-pour-jammie-thomas_1435826_651865.html#ens_id=1435338