Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

თამაზ თოლორაიას გახსენება

0bd397d946e4

 9 ნოემბერს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი არატრადიციული სანახაობისთვის მოემზადებინათ: სცენაზე პატარა მაგიდა დაედგათ. რამდენიმე სამსახიობო კოსტიუმი ჩამოეკიდათ და მსახიობ თამაზ თოლორაიას ფოტოები გამოეფინათ. კინოსა და თეატრის წარმომადგენლები კი სცენაზე თეთრი ვარდებით ადიოდნენ. პარტნიორებმა, კოლეგებმა და მეგობრებმა მსახიობი თამაზ (თაზო) თოლორაია გაიხსენეს. მსახიობს, რომელიც 9 წლის წინ გარდაიცვალა, 9 ნოემბერს 60 წელი შეუსრუდებოდა. თეატრის წარმომადგენლებმა შემოგვ¬თავაზეს ნაწყვეტები იმ სპექტაკლებიდან და კინოფილმებიდან, რომელშიც თაზო თოლორაია მონაწილეობდა და რითაც მაყურებელს თავი დაამახსოვრა. რეზო ჩხეიძე, რუსუდან ბოლქვაძე, დიმა ჯაიანი, ნინე¬ლი ჭანკვეტაძე, ზაზა მიქაშავიძე, გია როინიშვილი, კახა ქორიძე, გია აბესალაშვილი... იმ ადამიანთა არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც ლაღი, მხიარული, თბილი, იუმორით სავსე და თავის პროფესიაზე უზომოდ შეყვარებული თაზო თოლორაია ახსოვთ.

თამაზ (თაზო) თოლორაიას (1950 - 2001) კინოსა და თეატრში არაერთი როლი აქვს შესრულებუ¬ლი. თამაშობდა სპექტაკლებში: "ესმერალდა“, "წამება დე¬დოფლ სა", "ბაკულას ღორები", "სისხლიანი ქორწილი" და ა.შ.

თეატრალური როლების პარალელურად, მსახიობმა მნიშვნელოვანი სახე შექმნა კინო ფილმებში, რომლებიც ქართველი მაყურებლისთვის კარგად არის ცნობილი: "ცისკრის ზარები" (1967), "მზიანეთი" (1968), "სინათლე ჩვენს ფანჯრებში" (1969), "ღი-მილის ბიჭები" (1969), "მე და ჩემი მეზობლები" (1973), "ანარეკლი" (1974), "არ დაიჯერო, რომ აღა¬რა ვარ" (1975), "თვალი პატიოსანი" (1979), "კუკარაჩა" (1984), "ჯადოსნური ღამე" (1985)  და სხვები. ასევე გადაღებუ¬ლია ფილმებში: "ცხენებს არ ცვლიან" და "სიცოცხლისათვის საშიშია.“

თაზო თოლორაია მსახიობების, თამარ სხირტლაძისა და კოტე თოლორაიას, ერთადერთი შვილია. მსახიობის მშობლიურ თეატრში ხელოვანის დაბადების დღეზე ნაჩვენები იყო ბოლო ინტერვიუ, რომელიც მსახიობმა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მისცა და რომელშიც საკუთარ ცხოვრებასა და შემოქმედებაზე საუბრობს. იმ დიდ სამსახიობო სკოლაზე, რომელიც გიგა ლორთქიფანიძეს, მიშა თუმანიშვილს და რეზო ჩხეიძეს ეკუთვნით. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ მსახიობი იმ დღეს დღედ არ თვლიდა, როცა რეპეტიციები არ ჰქონდა.

მსახიობის კოლეგების და მეგობრების მოგონებები პატარა გრძელცხვირა ბიჭის ისტორიით იწყება, რომელიც მრავლსიმომცველია და, ვფიქრობ, ერთ წიგნად უნდა დაიწეროს და ეს წიგნი ხშირად უნდა ვიკითხოთ.