Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ბაკიატის (Basquiat) ტილოს ვანდალურად მოეპყრნენ პარიზის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში

1426537_3_eeed_deux-uvres-de-basquiat-datant-de-1982-boys

მხატვრის ხუთი ტილოს სანახაობრივი მოპარვიდან ექვსი თვის შემდეგ, პარიზის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (MAM) ახალი წარუმატებლობის მსხვერპლი გახდა. მხატვარ ჟან–მიშელ ბაკიატის ( Jean-Michel Basquiat) ნამუშევარს, რომელიც 15 ოქტომბრიდან გამოიფინა, დაზიანების კვალი ეტყობოდა და ამიტომ ტილო  ჩამოიხსნება, გაირკვა ოთხშაბათს  Supap-FSU-ისა და მუზეუმის დირექტორის, ფაბრიც ერგოტისაგან ( Fabrice Hergott). საქმე ეხება ტილოს, "Cadillac Moon 1981", რომელიც მარცხენა ქვედა კუთხეში ერთ თუ ორ სანტიმეტრზეა გაფუჭებული.

 „გამოფენის რესტავრტორმა, რომელიც რეგულარულად აწარმოებს ჩამოვლას, შეამჩნია, რომ ნახატი მსუბუქად იყო მარკერით დახაზული. შევატყობინეთ კრედიტორს და ვაპირებთ ნახატის ჩამოხსნას“,– განმარტა ფაბრიც ერგოტმა. „ეს იყო გამოფენის ერთ–ერთი საუკეთესოდ დაცული ექსპონატი. მის გვერდით მუდმივად დგას მცველის სკამი და ამ გამოფენას საერთოდც გამორჩეული დაცვა ჰქონდა“,–დააზუსტა მან. „ორშაბათი დღე საგანგაშო იყო, მაგრამ ზუსტად ვერ ვიტყვით, ეს ფაქტი როდის მოხდა,–განმრტავს Parisien-ში მერის კაბინეტის წევრი ბერნარ დელანოე ( Bertrand Delanoë).ცხადია,ეს დღისით ჩაიდინა ერთ–ერთმა დმთვალიერებელმა.“
19-დან 20 მაისის ღამეს MAM ხუთი ტილოს მოპარვის მსხვერპლი გახდა: პიკასო, მატისი, ბრაკი, ლეჟერი და მოდილიანი, მთლიანობაში 100 მილიონი ევროს ღირებულების. „ბედი არ გვაქვს, ეს შავი სერიის პერიოდია“,– წუხს ბ. ერგოტი. MAM ხელმეორედ შეიტანს საჩივარს, ამჯერზე ნაწარმოების გაფუჭებისათვის.

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი 2011 წლის 30 იანვრამდე ფართო რეტროსპექტივას უძღვნის ჰაიტური და პორტორიკული წარმოშობის ამერიკელ მხატვარს ჟან-მიშელ ბაკიატს  50 წლის იუბილესთან დაკავშირებით.

ტექსტი ფრანგულად:

http://www.lemonde.fr/societe/article/2010/11/11/une-toile-de-basquiat-vandalisee-au-musee-d-art-moderne-de-la-ville-de-paris_1438418_3224.html#xtor=RSS-3208