ახალი წიგნები ჩვენს ბიბლიოთეკაში
ბოდლერი შ. სევდა და იდეალი = Baudelaire Ch. Speen et Ideal / რედ. ბ. უტიე; ფრანგ. თარგმ., წინათქმა და კომენტ. მ. მიქელაძემ. – © GAMS პრინტი, 2008. – I-XLIII, 234 გვ. (ლექსები დაბეჭდილია ქართულ და ფრანგულ ენებზე. დაიბეჭდა შპს „სეზანში“). ISBN: 9789941008337
კრებულს წინ უძღვის საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, კავკასიური ბიბლიოთეკის დირექტორის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრის ბერნარ უტიეს წინასიტყვაობა. იგი აღნიშნავს, რომ „არიან პოეტები, რომლებიც მუდამ აქტუალური რჩებიან: ეჭვგარეშეა, სხვებზე მეტად ეს ითქმის ბოდლერზე: მოქალაქე და მოგზაური, გაორებული სევდასა და იდეალს შორის, იგი ახლობელი რჩება თანამედროვე ადამიანისთვისაც.“ ბოდლერი უცხო არ არის ქართველი მკითხველისათვის. იგი ფრანგული კულტურის იმ ეპოქის შვილია, როცა ქართველი პოეტების შთაგონების წყაროდ ფრანგი სიმბოლისტები იქცნენ.
წიგნში მერაბ მიქელაძე გვთავაზობს ბოდლერის სხვადასხვა კრებულებიდან შერჩეულ ლექსებს: სამოც ლექსს, თერთმეტ ლექსს პროზად და ბიოგრაფიულ ესეის თავად ბოდლერზე.
წიგნს ახლავს შარლ ბოდლერის ჩანახატები: ნოველის პერსონაჟი – ფანფარლო, ჟანა დიუვალის პორტრეტი და პოეტის ავტოპორტრეტი, ასევე შარლ ბოდლერის ბიობიბლიოგრაფია და მისი მისამართით გამოთქმული ქების სიტყვები.
- new publications-ს ბლოგი
- Login to post comments