Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ბრიუსელს ინტერნეტის ნეიტრალიტეტი სურს

1048679_3_3d6c_la-question-de-la-neutralite-du-net-ressurgit

ახალი ტექნოლოგიების საკითხზე მომუშავე ევროკომისარი ქალბატონი ნელი კროე ( Neelie Kroes ) ნეიტრალურ ინტერნეტს უჭერს მხარს, სადაც თითოეულისათვის ყველა მომსახურება და ფაილი ხელმისაწვდომია და რომელიც მზადაა, იმოქმედოს ამის უზრუნველსაყოფად საჭიროების შემთხვევაში,-აღნიშნა მან ხუთშაბათს, 11 ნოემბერს.

 „სისტემამ თავისი შემადგენლობით უნდა მისცეს ევროპელ მომხმარებელს იმის გარანტია, რომ მათთვის სასურველი ფაილები, მომსახურება, თუ განცხადებები ადვილად ხელმისაწვდომი იქნება,"- განაცხადა მან ბრიუსელში კონფერენციაზე. "ყველა ლეგალური და ნორმალური  ფაილი თუ განცხადება, რომელიც არ აზიანებს სხვა მომხმარებელს, ან ქსელის მთლიანობას, სრულად ხელმისაწვდომი უნდა იყოს".

"მე მზად ვარ ვიმოქმედო ამის უზრუნველსაყოფად,თუკი ამის საჭიროება დადგება და რა წუთშიც დადგება“,-გვაფრთხილებს ის. ჰოლანდიელმა ევროკომისარმა ქალბატონმა განაცხადა, რომ ამჟამად არსებული სარეგულაციო საშუალებები საკმარისია, მაგრამ რომ თვითონვე მიადევნებს საერთაშორისო რეგულატორების ქმედებებს „თვალყურს ახლოდან“, რათა  უზრუნველყოს ევროკავშირითან ჰარმონიული მიახლოება.

 „თუ SKYPE დაბლოკილია, შეცვალეთ მობილური ოპერატორი“

 „თუ ჩვენ მნიშვნელოვან და ხანგრძლივ პრობლემებს წავაწყდებით, მე არ შემეშინდება სამომავლოდ კანონის შეცვლისა“,- აღნიშნა მან,- რათა გავატაროთ ზომები კონკურენციის გაუმჯობესებისათვის და უფრო მიზანმიმართულები გავხდეთ, თუ ინტერნეტპროვაიდერი ბოროტად იყენებს თავის პოზიციას, რათა ხელი შეუწყოს ზოგიერთი მომსახურებიათა და მონაცემებით ვაჭრობას."
 „აპრობირებული მეთოდებით ტრაფიკის მართვა შეიძლება გამოიყენო ინტერნეტ მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად,  ქსელის მთლიანობის შესანარჩუნებლად და ახალი ინვესტიციების ხელშესაწყობად. ეს არ უნდა იყოს არსებული ქსელით სარგებლობის შეზღუდვის საშუალება.
“,- დაამატა მან.
ქალბატონმა კროესმა აღიარა, რომ ჯერ კიდევ არის პრობლემები, როგორიცაა, მაგალითად, მობილური ტელეფონების ოპერატორების მხრიდან ინტერნეტ საიტებით, კერძოდ კი Skype-ით სარგებლობის ხელის შეშლა. ეს სერვისი გაცილებით იაფია, ვიდრე კლასიკური სატელეფონო კომუნიკაცია და ნაკლებად ხელსაყრელია ოპერატორისათვის.

მომხმარებელი უნდა იყოს „სათანადოდ ინფორმირებული“ ასეთი შეზღუდვების შესახებ და არ უნდა  „დაივიწყოს საკუთარი შესაძლებლობები. მე მივმართავ ხალხს, რომელთაც მუდმივად უბლოკავენ Skype-ს: შეცვალეთ თქვენი მობილური ოპერატორი.“

ტექსტი ფრანგულად:

http://www.lemonde.fr/technologies/article/2010/11/11/bruxelles-souhaite-proteger-la-neutralite-du-net_1438810_651865.html