Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ლიტველის საქართველო

e759aa81f16c

საქართველოს ისტორიის მუზეუმში მარიუს აბრამავიჩიუს ნებოისას ფოტოების და ფერწერული ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. ლიტველი მხატვარი საქართველოს განსხვავებულად ხედავს და ამბობს: „ასეთ მკვეთრ და კაშკაშა ფერებს ხშირად ვიყენებ, მაგრამ საქართველოს სხვადასხვა ადგილების ტილოზე გადატანისას მისდამი განსაკუთრებული დამოკიდებულების გადმოცემას შევეცადე.“ მხატვარი საქართველოს ხშირად სტუმრობს. ბოლო ორი წლის განმავლობაში კი რამდენიმე მხარე და რეგიონი მოიარა, რადგან მისთვის საქართველო შთაგონების წყაროა და ამ მიწაზე თავს, როგორც საკუთარ სახლში ისე გრძნობს. "ქარვასლაში" გამოფენილი ნამუშევრები შერჩეულია სერიიდან, რომელსაც "რას აკეთებ ამჟამად აქ? - საქართველო 2010" ჰქვია.

გამოფენაზე ექსპონირებულია მხატვრის 55 ფოტო და 25 ფერწერული ტილო, რომელთა უმრავლესობა პეიზაჟებია, მაგალითად: "წყნარი გზა, გონიო", "ღრუბლიანი მთა", "ოთხი ფიჭვი" და ა.შ. მისი ფერწერული ნამუშევრებიდან ჩანს, რომ ავტორზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება ხევსურეთმა მოახდინა.

"მთელ საქართველოზე ვარ შეყვარებული, მაგრამ ხევსურეთი მაინც განსაკუთრებულია... იქ არის ასეთი ადგილი - "ჩრდილი", სადაც ხშირად ჩავდივარ. წარმოშობით იქიდან არის ჩემი მეგობარი შოთა არაბული, იქ დაიბადა, მაგრამ 5 წლის იყო, როდესაც სახლი დაეწვა და მშობლიური ადგილიდან წამოვიდა... მე კიდევ ყოველ ჩამოსვლაზე "ჩრდილისკენ" მიმიწევს გული და, - ალბათ, წინა ცხოვრებაში აქ ვცხოვბრობდი-მეთქი, რამდენჯერმე მითქვამს შოთასთვის... ხევსურეთში სულიერად ძალიან კარგად ვარ, - ამბობს მხატვარი.

ეროვნული მეზეუმისა და საქართველოში ლიტვის საელჩოს დახმარებით ორგანიზებული გამოფენის მხარდამჭერები აღნიშნავენ: "მხატვარი მუდმივად მოგზაურობს და ყველა ქვეყანას სახელს უძებნის, საქართველო კი მისთვის "სახლია.“ მისმა ხედვამ ერთ თემად გააერთიანა ფოტოსინამდვილე და მხატვრული წარმოსახვა, რასაც დამთვალიერებელი ხელოვანის მიერ განცდილ ემოციად აღიქვამს. ფოტოგრაფიისა და ფერწერის სხვაობა აქ თითქმის წაშლილია და ავტორი საკუთარ ფოტონამუშევრებს "ფერწერულს" უწოდებს.“

ფერწერული ტილოებისა და ლიტვაში, საქართველოსა და ირანში გადაღებული ფოტოების გარდა, გამოფენაზე დამთვალიერებელს შეუძლია, ჯერ კიდევ დაუსრულებელი დოკუმენტური ფილმის კადრებიც ნახოს. მისი ავტორიც მარიუს აბრამავიჩიუს ნებოისაა: "ეს მოკლე ვარიანტია იმისა, რაც დაახლოებით 45-წუთიანი იქნება და, ვფიქრობ, მომავალი წლისთვის მზად იქნება. მისი დასრულება ვერ შევძელით, რადგანაც ჯერ ფინანსები არ მიგვიღია. ამასთან, ყველაფერს თავად ვაკეთებ და დოკუმენტურ ფილმზე მუშაობის პროცესიც ნელა მიმდინარეობს. ფილმის თემაა სიყვარული, ბედნიერება, თავისუფლება... ყველაფერს საქართველოში ვიღებ, ვმოგზაურობ და ადამიანებს სხვადასხვა კითხვას ვუსვამ... ისინი თავისებურად მპასუხობენ სიყვარულზე, ბედნიერებაზე, თავისუფლებაზე, პროფესიულ და ცხოვრებისეულ ვალდებულებებზე... რაც უფრო ხშირად ჩამოვდივარ თქვენთან, უფრო და უფრო დიდხანს მინდა აქ დარჩენა. თბილისში ყოფნისას ბევრი საქმე მაქვს, მაგალითად - საორგანიზაციო, მაგრამ როდესაც ქალაქიდან გავდივარ, ავდივარ მთაში ან გონიოში, უფრო მეტ თავისუფლებას ვგრძნობ... მთაში მზესთან ერთად "ვდგებოდი" და სანამ არ ჩავიდოდა, მთელი დღის განმავლობაში ვხატავდი. ორი წლის განმავლობაში იმდენი რამე შევქმენი, რომ მერე თვითონ გამიკვირდა.“ – ამბობს მხატვარი.

ვისაც ლიტველი მხატვრის თვალით დანახული საქართველოს "დათვალიერება" სურს, საქართველოს ისტორიის მუზეუმში გამოფენა 20 ნოემბრამდე გაგრძელდება.