Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ყველა დროის შვიდი უდიდესი მხეცი

ჩვენ, რასაკვირველია, ყველამ ვიცით დინოზავრების ზომის შესახებ, მაგრამ რას იტყოდით ხარის ზომის მღრღნელზე, ზღვის მორიელზე, რომელიც ადამიანზე დიდი ზომისაა, სანაპიროს ქვიშის ბურთის სიდიდის ბაყაყზე, მოზარდი ადამიანის ზომის პინგვინზე, 450-კილოგრამიან ჩანთოსანსა და ზვიგენზე, რომელმაც შესაძლებელია 15 მეტრზე მეტ სიგრძესა და 30-ჯერ უფრო მეტს იწონიდეს, ვიდრე - თანამედროვე დიდი თეთრი ზვიგენი?
ყველა ეს გიგანტი არსებობდა, თუმცა არა ერთსადაიმავე ადგილსა, თუ პერიოდში
შეგიძლიათ იხილოთ მათი სურათები:

1. უდიდესი ზომის გველი (ნამარხი) ნაპოვნია კოლუმბიის ნახშირის საბადოში

world's-biggest-snake-picture.jpg

biggest-snake-picture2.jpg

 

უდიდესი გველი, რომელიც ოდესმე არსებობდა (რომლის შესახებაც ცნობილია ჩვენთვის), არის ანაკონდასნაირი ცხოველი, რომელიც სრიალებდა ნოტიო ტროპიკულ ადგილებში დაახლოებით 60 მილიონი წლის წინ და იკვებებოდა პირველყოფილი ნიანგებით (National Geographic News).

 

2. ჯერ-ჯერობით ყველაზე დიდი – ხარის ზომის – მღრღნელი აღმოაჩინეს

biggest-rodent-picture.jpg

გიგანტური ზომის თავის ქალა, რომელიც ეკუთვნოდა ერთ-ტონიანი პრეისტორიული ვირთხას, ნაჩვენებია თანამედროვე ვირთხის გვერდით -- აღმოაჩინეს 2008 წლის 16 იანვარს.
53-სანტიმეტრიანი თავის ქალა ურუგვაიში აღმოაჩინა მოხალისე სამარხების მაძიებელმა კლდეების ნანგრევებს შორის სანხოსეს რაიონში. ამ უცნაური აღმოჩენის ანალიზის საფუძველზე პალეონთოლოგები ვარაუდობენ, რომ  იგი ეკუთვნოდა ხარის ზომის სახეობას, რომელსაც მას შემდეგ შეარქვეს ”Josephoartigasia monesi," - National Geographic News.

3. გიგანტური ”ბაყაყი ჯოჯოხეთიდან” (ნამარხი) ნაპოვნია მადაგასკარშიbiggest-frog-picture.jpg

მადაგასკარში მომუშავე მეცნიერებმა აღმოაჩინეს უდიდესი ბაყაყი, რომელიც ოდესმე არსებობდა (National Geographic News).
ცუდი ხასიათის მქონე Beelzebufo, ანუ ”ეშმაკი ბაყაყი” იყო ბურთის ზომის, ”საკმაოდ  შიშისმომგვრელი ცხოველი. მისი სიმაღლე შეადგენდა 41 სანტიმეტრს, ხოლო წონა - 4,5 კილოგრამს”.

4. გიგანტური პინგვინი, რომელიც ერთ დროს სეირნობდა პერუს უდაბნოში - აღმოჩენილია ნამარხი

giant-penguin-picture.jpg

დაახლოებით ადამიანის ზომის პინგვინები დახეტიალობდნენ სამხრეთ ამერიკაში 35 მილიონი წლის წინ და მათ საარსებოდ ყინული არ სჭირდებოდათ (National Geographic News, 2007 წლის ივნისი).

5. აღმოჩენილია ზღვის გიგანტური მორიელი, რომელიც ადამიანზე დიდი ზომის იყო

giant-sea-scorpion.jpg

მეცნიერებმა განაცხადეს, 46-სანტიმეტრის ბრწყალები ეკუთვნის მსოფლიოში უდიდეს ხოჭოს: 2.5-მეტრის, 390 მილიონი წლის წინანდელ მორიელს სახელწოდებით Jaekelopterus rhenaniae (National Geographic News, 2007 წლის ნოემბერი).

6. უძველესი დროის ზვიგენს ჰქონდა ყველაზე ბასრი კბილები, აღმოჩენილი მოდელის მიხედვით

Giant-shark-teeth-picture 2.jpgუძველესი დროის ბასრკბილებიან ("megatooth") ზვიგენებს ჰქონდათ სხვა ცხოველებს შორის ყველაზე ძლიერი კბილები (National Geographic News, 2008 წლის აგვისტო).

7. ადამიანების მიერ დახოცილი უძველესი დროის ”კენგურუები”

Tasmanian-megafauna-pictue.jpg

ავსტრალიის კუნძულ ტასმანიაზე ამოწყვეტილია სხვადასხვა სახეობის უძველესი დროის ცხოველები, მათ შორის კენგურუს მსგავსი ცხოველები, ჩანთოსანი ”ჰიპოპოტამუსები” და ლეოპარდის მსგავსი კატები (National Geographic News, 2008 წლის აგვისტო).

ვრცლად (ინგლ.): NATIONAL GEOGRAPHIC - NEWS WATCH