ადამიანების მსგავსად ვეშაპებიც იტანჯებიან მზის დაკვრით

ჟურნალ Proceedings of the Royal Society-ში ახლახანს გამოქვეყნებული ანგლო-მექსიკური კვლევის მიხედვით, რომელიც მზის ულტრაიისფერი გამოსხივების ( UV ) მზარდ დონეს ეხება, ირკვევა, რომ კალიფორნიის ყურეში ვეშაპები უფრო და უფრო მეტად იტანჯებიან მზის დაკვრით.
150-ზე მეტ ლურჯ ვეშაპზე, კაშალოტზე და კალიფორნიის ყურის სხვა წყლის ცხოველებზე ზოგადი სამწლიანი დაკვირვების შემდეგ ლორა მარტინეს-ლევასერმა (Laura Martinez-Levasseur) ლონდონის ზოოლოგიური საზოგადოებიდან და მისმა კოლეგებმა ზღვის კვლევის მექსიკური ცენტრიდან ( CICMAR), პირველად დაადგინეს, რომ ეს ვეშაპისებრები შეიძლება იტანჯებოდნენ ზედაპირზე ყოფნის დროს მიღებული მზის დამწვრობით.
ვრცელი ტექსტი ფრანგულად:
http://fr.news.yahoo.com/68/20101110/tsc-tout-comme-les-humains-les-baleines-04aaa9b.html
- Login to post comments