Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

გახდით ბრწყინვალე მათემატიკაში ელექტროენერგიის დახმარებით

brain_5
მათემატიკაში ბრწყინვალე რომ გახდე, საკმარისია სულ რამოდენიმე წელი და ცოტაოდენი ელექტროენერგია.
ოქსფორდის უნივერსიტეტის ბრიტანელმა მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ტვინის გარკვეულ  ნაწილზე ელექტროენერგიით სტიმულირებისას, მოზრდილ ადამიანს შეიძლება გაუუმჯობესდეს მათემატიკური გაგების უნარი. მეთოდი უმტკივნეულოა და უკვე ცნობილია TDCS (Transcranial Direct Current Stimulation)-ის სახელით; მას პარკინსონის დაავადებასთან საბრძოლველადაც კი იყენებენ.
”მაგრამ, ხაზს უსვამს გაზეთი USA Today, პირველმა კვლევებმა აჩვენა, რომ TDCS-ს შეუძლია დაეხმაროს მხოლოდ ჯანმრთელ ადამიანებს”. ამის დასამტკიცებლად მეცნიერმა კოენ კადოშმა (Cohen Kadosh) და მისმა კოლეგებმა  შეკრიბეს 20-21 წლის თხუთმეტი ახალგაზრდა. ისინი იძულებულნი იყვნენ, ესწავლათ უცნობი სიმბოლოების სერია - რომელიც წარმოადგენდა ”ხელოვნურ ციფრებს” - და ამავდროულად მათი პარიეტული ლობი  (ხერხემლის ტვინის უბანი. ის მოთავსებულია ფრონტალური ლობის უკან, შუბლისა და კეფის   ლობების ზემოთ) ექვემდებარებოდა ხან ყალბ, ხან კი ნამდვილ TDCS სტიმულაციას.

სხვებისაგან განსხვავებით, მათ, ვინც TDCS სტიმულაცია ჩაიტარეს, შეძლეს ესწავლათ ახალი ”ციფრები” ბევრად უფრო სწრაფად. ” მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ ბავშვებს, რომლებიც აწყდებიან ციფრებთან დაკავშირებულ სირთულეებს, ჩვენ ისიც გვინდა, რომ უფროსებმაც შეისწავლონ ახალი საგანი [ ”ხელოვნური ციფრები”] და არა ის, რომ გამოვცადოთ ისინი იმ საგნებში, რომლებიც უკვე იციან”,- განმარტავს კოენ კადოში USA Today-ში.

ვრცელი ტექსტი ფრანგულად:

http://fr.news.yahoo.com/79/20101111/tsc-devenez-une-lumire-en-maths-grce-l-l-be0b1cf.html