Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

მეცნიერება: ჩინური გიგანტი წინ მიიწევს

3657968715-sciences-le-geant-chinois-prend-de-l-avance
გაეროს მიერ წარმოდგენილ მოხსენებაში აშკარად ხაზგასმულია, რომ აშშ-ს ბევრ სფეროში გადაუსწრო აზიურმა ქვეყნებმა, მათ შორის კვლევისა და ტექნოლოგიების დარგშიც.
უკანასკნელი ხუთი წელი, რომელიც იუნესკოს მოხსნების ახლანდელი თემაა, დაიწყო იმით, რომ აშშ-ს ტრადიციული პირველობა მოიშალა”, - ნათქვამია გაეროს მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ მოხსენებაში.
თითქმის საუკუნე-ნახევრის განმავლობაში ტრიო -  აშშ/ევროპა/იაპონია  პირველობდა სამეცნიერო დარგებში, კერძოდ ტექნოლოგიების, ინდუსტრიის, კომერციულ და სამხედრო სფეროებში. დღესდღეობით ციფრული ტელეკომუნიკაციებითა და ინტერნეტით განვითარებადი ქვეყნების კომპანიების ახალ სამეცნიერო-კვლევით ობიექტებზე გამოსვლით სრულად შეიცვალა მსოფლიო სურათი. რამოდენიმე სფერო გამოიკვეთა: კვლევა, ახალი ტექნოლოგიები და განათლება.

სიმაგოს (Scimago) ინსტიტუტი აჩვენებს, რომ პირველი მსოფლიო დაწესებულება გამოქვეყნებული სტატიების რიცხვის მიხედვით არის ჩინეთის სამეცნიერო აკადემია. მსოფლიო მეცნიერების ქვეყნების მიხედვით კლასიფიცირებისას სრულიად შეიცვალა მონაცემები. ჩინეთი, რომელიც არსად ჩანს 1980 წლის კლასიფიცირებაში, 2008 წელს აღმოჩნდა მეორე ადგილზე. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ სულ ცოტა ხანში ”უფრო მეტი მკვლევარი იქნება ჩინურ ლაბორატორიებში, ვიდრე ამერიკულში”. და თუ ჩინეთმა არ მიიღო მონაწილეობა 1988 წელს Hugo-ს სახელით წამოწყებულ ადამიანური გენომის სეკვენირებაში, სამაგიეროდ, ის იქნება ლიდერი Hupo-ს სახელით ცნობილი ადამიანის პროტეინების მელეკულური ანალიზის მსოფლიო პროგრამაში!


ვრცელი ტექსტი ფრანგულად:http://fr.news.yahoo.com/68/20101111/tsc-sciences-le-gant-chinois-prend-de-la-04aaa9b.html


სიმაგოს (Scimago) საიტი

მათი 2010 წლის ანგარიშის PDF ფაილი