Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

პრევენციული არქეოლოგია: ლონდონის მახლობლად აღმოჩენილი რომაული კვალი

_50015643_1_part-of-a-late-bronze-age

არქეოლოგიური გათხრები


ლონდონის არქეოლოგიური მუზეუმის მკვლევარებმა გამოამზეურეს განძი, რომელიც ლონდონის გარეუბანში არსებულ ძველ რომაულ დასახლებაში იპოვეს 2008 წელს. ორი წელი საჭირო იყო იმისათვის, რომ მოეწესრიგებინათ ნაპოვნი ნივთები მათ გამოქვეყნებამდე.

"ჩვენ ძალიან გაგვიმართლა,  ზედაპირთან ახლოს რომაული კვალის ასეთი სრული რეპერტუარი რომ ვიპოვნეთ”,- განაცხადა არქეოლოგმა ჯო ლიონმა: 11 500 კერამიკული ფრაგმენტი, 100 მონეტა, სამკაულები, რომელთა შორისაა უძველესი ოქროს ორი სამაჯური და ერთი ბრასლეტი (ბრინჯაოს ხანიდან, 1000-700 წელი ჩვ. ერამდე), მაგრამ ასევე საინტერესოა ინგლისისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ერთ-ერთი რომაული გზის განყოფილება, რომელიც Londinium-ს (ლონდონი) აკავშირებდა სილჩესტერთან (Silchester). და ეს ყველაფერი მიწიდან 50 სანტიმეტრში იყო დაფლული 2000 წლის განმავლობაში.

_50016202_1_roman-skeleton-being-exca
ფოტოები: BBC News

2008 წელს ბრენდფორტის  (Brentford ) მახლობლად (ლონდონის დასავლეთით) Syon Park-ის ისტორიულ ადგილას სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით დაწყებული გათხრების დროს აღმოჩენილი მთელი ეს საგანძური ორი წლის განმავლობაში ფრთხილად დაახარისხეს არქეოლოგებმა, რათა დაედგინათ სრული მონაცემების ზუსტი ქრონოლოგია.

ტექსტი ფრანგულად:

http://www.maxisciences.com/vestiges-romains/archeologie-preventive-des-vestiges-romains-decouverts-pres-de-londres_art10489.html