Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ალბერ კამიუ – “სარჩული და პირი”

ალბერ კამიუ – “სარჩული და პირი” -

Albert Camus – L’ENVERS ET L’ENDROIT

კამიუ რომ დავტანჯე, ასე სხვას მგონი არც მოვქცევივარ, 80 გვერდიან წიგნს ორი კვირა ვკითხულობდი და მაინც ვერ ვიპოვე შესაფერისი დრო და ადგილი. არადა, როგორ არ მიყვარს ასეთი წიგნების ასე შიგადაშიგ წაკითხვა. მოკლედ კამიუ ისეთია, უნდა დაჯდე, მოკალათდე, ცხელი ყავა დაიდგა გვერდით და ფონად ბეთჰოვენის “პათეტიკური სონატა” გაგაიყოლო. მე არ გამომივიდა და ამიტომ ბოლომდე ვერ აღვიქვი.

“სარჩული და პირი” ესეებს აერთიანებს. 22 წლის იყო რომ დაწერა, არადა, ისე წერს ქვეყნიერების პრობლემებით დამძიმებული ადამიანები რომ წერენ ხოლმე. თვითონ წინასიტყვაობაში უწერია, ამაზე ამბობენ, ჩემი საუკეთესო ნამუშევარიაო. ცუდია, სხვა რომ არაფერი წამიკითხავს მისი, :(

დასასვენებლად რომ მიდიხართ სად გრძნობთ ყველაზე კარგად თავს? ალბათ იქ, სადაც ყველაფერი ფეხებზე გკიდია, არ გაინტერესებს რა გაცვია, როგორ გამოიყურები, ხარ შენთვის. მარტო სადმე წასვლაზე არასდროს მიფიქრია, ალბათ არ დავღლილვარ ასე, თუმცა იმაში ვეთანხმები, დაკარგვაზე ადვილი რომ არაფერია, წამოხვალ იმ ადგილიდან და მერე აფასებ რა კარგი იყო. “მტრედების ფრენას ვადევნებ თვალს და წყურვილი მავიწყდება, მაგრამ გამოხდება ხანი და მომწყურდება”

რომ დავფიქრდე, არ ვიცი, მეც სადღაც ჰოს და არას და სარჩულსა და პირს შორის ვარ. დამაბნია კამიუმ . . . არსად არ მინდა დავიკარგო, არც ქალაქში და არც ხალხს შორის. აი სიღარიბე არ მინდა, თუნდაც ის უპირატესობა მქონდეს რომ მდიდარზე მეტად ვამჩნევდე რაღაცეებს. არც სიმდიდრე მინდა, რომ შეუმჩნეველი მრჩებოდეს ბევრი რამ.

“სიყვარული ჩემთვის რაიმეს გაღება უფრო იყო, ვიდრე მიღება ან შეძენა, მაგრამ საბოლოო ჯამში არაფერი დამკლებია, რადგან სიყვარული ყოველთვის საკუთარ თავთან გვაბრუნებს. …

ადამიანები ერთმანეთს ვემგვანებით და სიკვდილი ჩვენი არსებობის ფერმიხდილ სარჩულად გვესახება, ხოდა, ისევ ჩვენ ჩვენს საჭუჭუში ვიკეტებით”

შინაარსზე ვერაფერს ვიტყვი, იმიტომ რომ აზრი არ აქვს, მისი გმირების სახელებიც კი არაა დაკონკრეტებული. მნიშვნელოვანი არ არის და იმიტომ, კაცი კაცია, ქალი კი ქალი და ყველაფერი განზოგადებულია.

გამოცდილება მარცხია და ამქვეყნად მისახლისოდენაც რომ შეიცნო, ჯერ ყოველივე უნდა დაკარგო

მომწერეთ კამიუზე თუ რომელიმე კარგად იცნობთ


[საიტიდან "მკითხველის ბლოგი"]