Skip navigation.
მთავარი

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ღრმა მწუხარებით იუწყება დირექტორის, ირაკლი ღარიბაშვილის გარდაცვალებას. ბიბლიოთეკის კოლექტივი თანაგრძნობას უცხადებს ბატონი ირაკლის ოჯახს.

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ახალი წიგნები ჩვენს ბიბლიოთეკაში

77f0ff6ce434


ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი სამხრეთ კავკასიის მილსადენი და არქეოლოგია საქართველოში = Rescue Archaeology in Georgia: The Baku-Tbilisi-Ceyhan and South Caucasian Pipelines / საქრთველოს ეროვნული მუზეუმი. მთ. რედ. გ. გამყრელიძე; ინგლ. ტექსტის რედ. მ. ვიკერსი. – © თბ., 2010. – 622 გვ.: ილ., ტაბ.
BP საქართველოს ეროვნული მუზეუმის განსაკუთრებული პარტნიორია. ეს პუბლიკაციაც BP-სა და მისი პარტნიორების და ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობის შედეგია. მასში აისახა 2000–2005 წლებში განხორციელებული საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ოთარ ლორთქიფანიძის კვლევითი ცენტრის მიერ, გადარჩენითი არქეოლოგიური პროგრამის ფარგლებში ჩატარებული არქეოლოგიური აღმოჩენები, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანსა და სამხრეთკავკასიური მილსადენის მშენებლობისას. ეს ყოველივე უმაღლესი სტანდარტების ფორმებში თავსდება. ამ სტრატეგიამ 1990-იანი წლების შემდეგ ახალ პროექტებს გაუხსნა გზა.
BP-სა და მისი პარტნიორების კეთილი ნება და პასუხისმგებლობა სამუშაოების მთელ ციკლზე ვრცელდება და ტარდება სხვადასხვა საინტერესო და ნაყოფიერი გამოკვლევები, გამოიცემა არაერთი სამეცნიერო ნაშრომი და კატალოგი.
წიგნს უძღვის საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის დავით ლორთქიფანიძის წინასიტყვაობა ქართულ და ინგლისურ ენებზე. სტატიები დართულია ილუსტრირებული მასალით და ტაბულებით, თითოეულს ახლავს ლიტერატურა და ინგლისური ტექსტი.
წიგნი გამოიცა BP-სა და მისი პარტნიორების მხარდაჭერით. ერთვის შემოკლებათა განმარტებები.