Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

გიგანტური პტეროზავრები: მკვლევარები ამტკიცებენ, რომ მათ ფრენა შეეძლოთ

pterosaure-credit-photo-saku-takakusaki_20551_w250

მკვლევარები ვარაუდობდნენ,რომ ზოგიერთ პტეროზავრს უჭირდა მიწას აცილება, თუმცა ახლახანს ჩატარებული სამუშაოების შედეგები ეწინააღმდეგება ამ ჰიპოტეზას. მკვლევარების აზრით, ყველაზე დიდ  ფრთოსან ხერხემლიანებს, რომლებიც 230 მილიონი წლის წინ გამოჩნდნენ და გადაშენდნენ გვიან ცარცულ ერაში, ფრენა შეეძლოთ.

ჟურნალ PLoS One გამოქვეყნებულ პორტსმუთის (Portsmouth)-ის უნივერსიტეტის დოქტორ მარკ ვიტონისა (Mark Witton) და კატამის (Chatham) უნივერსიტეტის დოქტორ მაიკლ ჰაბიბის (Michael Habib) ვარაუდით, გიგანტური რეპტილიები, ისინიც კი, რომელთა წონაც ასობით კილოგრამს აღწევდა, ახერხებდნენ ფრენას და ოთხი კიდურის დახმარებით ჰაერში ასვლას.
la-nouvelle-apparence-d-un-pterosaure-hatzegopterix_1187_w460

ყველაზე დიდი პტეროზავრი ჟირაფის სიმაღლის იყო, მათი ფრენის უნარი კი პალეონთოლოგიის წიაღში მრავალ წელს ითვლის. ზოგიერთი მკვლევარი ინტერესდება მათი ფრენის და ჰაერში გაჩერების შესაძლებლობის უნარით. „ფრინველთა უმრავლესობა ჰაერში ადის  სისწრაფის აკრეფის, ფრთების მოქნევამდე ჰაერში ახტომის, ან თუ ძალიან პატარაა, პირდაპირ ტრამპლინიდან გადაშვების საშუალებით. წინა თეორიების მიხედვით, პტეროზავრები ძალიან დიდები და მძიმეები იყვნენ იმისათვის, რომ რომელიმე ასეთი მანევრი შეესრულებინათ, ამიტომაც ისინი მიწას იყვნენ მიჯაჭვულნი“,- განმარტავს დოქტორი ვიტონი.

ancienne-representation-d-hatzegopterix_1190_w460

ვრცელი ტექსტი ფრანგულად:

http://www.maxisciences.com/pt%e9rosaure/pterosaures-geants-des-chercheurs-affirment-qu-039-ils-etaient-bien-capables-de-voler_art10469.html