Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

მფრინავი გველები

des-serpents-capables-de-voler-credit-photo-jake-socha_20935_w250   

აზიაში მობინადრე გველების სულ ცოტა ხუთი სახეობა მფრინავია, ისინი ტოტიდან აიზიდებიან ჰაერში.

სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ბინადრობს ისეთი სახეობები,როგორიცაა Chrysopelea paradisi, მფრინავი რეპტილია. ბიოლოგმა ჯეკ სოშამ (Jake Socha), რომელიც უკვე წლებია მფრინავ გველებს სწავლობს, მოახერხა მათი ფრენის მოდელირება. რამოდენიმე კამერის საშუალებით მან გადაიღო, თუ როგორ გადმოეშვება ასეთი გველი 15 მეტრი სიმაღლის კოშკიდან. 3D-ში შესწავლილმა ამ ნახტომმა საშუალება მისცა მას, განესაზღვრა ცხოველის პოზიცია. ის მოძრაობს მუდმივად ერთიდაიგივე სიჩქარით: წამში 8-10 მეტრი.
ვიდეომ აჩვენა ისიც, რომ სხეულის პირველი ნახევარი თითქმის მუდმივად ინარჩუნებს ერთ პოზიციას (თუ არ ჩავთვლით რამოდენიმე პულსაციას) მაშინ, როცა უკანა ნაწილი მოძრაობს ზემოდან ქვემოთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფრენა ეფემერულია, ის მაინც გასაოცარია. მართლაც, აპრიორი თითქოს არაფერი მიანიშნებს მისი ფრენის უნარზე, მაგრამ ეს მაინც ასეა. ის ფრენს, საკმარისად იმისათვის, რომ გვაჩვენოს, რომ მას შეუძლია, აწიოს უფრო მძიმე წონა, ვიდრე მისი საკუთარი წონაა.

გველი ფრთოსანი სახეობასავითაა”- განმარტავს მკვლევარი. ”ეს ფრთა მუდმივად განიცდის რეკონფიგურაციას, დეფორმირდება და იცვლება...სხეულის სხვადასხვა ნაწილებს შეუძლიათ სივრცეში პოზიციის შესაბამისად წინა ნაწილის ტრაექტორიაზე  შესაბამისი მოქმედება,”-ასკვნის ის. ”ამიერიდან ჩვენ გვაქვს ბაზები მათი აეროდინამიზმის დეტალურად შესასწავლად”.

ტექსტი ფრანგულად:

http://www.maxisciences.com/serpent/des-serpents-capables-de-voler_art10621.html