Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ილტოს ხეობელ სახალხო მთქმელ ელგუჯა უძილაურთან შეხვედრის შემდეგ

26 ნოემბერი. 23:00
"მარადახალი ქნარის" ეს "ლიტერატურული სემინარი" ჩვენ ბიბლიოთეკაში კიდევ უფრო ხალხმრავალი და საინტერესო იყო.
"სემინარის" მონაწილეთა უმეტესი ნაწილი ელგუჯა უძილაურს  მხოლოდ მისი სიმღერებით იცნობდა და დამსწრეები სიხარულით აღნიშნავდნენ, რამდენად საინტერესო აღმოჩნდა მათთვის ავტორთან შეხვედრა.
უკვე დაიგეგმა შემდეგი სემინარიც – ორ კვირაში, ისევ პარასკევს საღამოს.

ჩემი შთაბეჭდილების გადმოცემის საუკეთესო ფორმად ჩავთვალე ელგუჯა უძილაურის ლექსისა და თსუ-ს ქალთა ანსამბლის შესრულების ამ საიტზე გამოქვეყნება.




გორდელა – აყვავებულა არაგვზე დეკა
Gordela – Akvavebula Aragvze deka ფოლკლორი
(ტექსტი: ელგუჯა უძილაური)


აყვავებულა არაგვზე დეკა,
ნისლი მოცურავს მთა-მთა.
.. დარდი მასწავლე ფშავლის ასულო,
ემაგ თაფლისფერ თვალთა X2

ციხეგორობას სტუმრად მოგივალ,
არ გეოცები ნეტა?
.. შენთან ალერსი მწადიან ქალო,
ყოფნა მწადიან შენთან X2

და მერე თუნდაც ფშავლის ასულო,
შენ ძმათ შემაჭრეს ხმალზე,
.. ნეტა ვიცოდე როგორ მიტირებ,
გლოვის სევდიან ხმაზე X2

მაღალ ბილიკებს, მთებსა და ჯიუხვებს
რაისთვის სთელავ ნეტავ,
.. მოდი ვიქნები შენი წაწალი,
მთები დავლახოთ ერთად X2

აყვავებულა არაგვზე დეკა,
ნისლი მიცურავს მთა-მთა.
.. დარდი მასწავლე ფშავლის ასულო,
ემაგ თაფლისფერ თვალთა X2