როგორ შენდებოდა სამების საკათედრო ტაძარი
საქართველოში ბოლო 30 წლის განმავლობაში ბევრი მშვენიერი ტაძარი აშენდა, მაგრამ წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, თავისი არქიტექტურით, მასშტაბითა და სიმბოლური დატვირთვით, მართლაც განსაკუთრებულია. აღსანიშნავია ისიც, რომ უკანასკნელი 8 საუკუნის განმავლობაში საქართველოში სხვა საკათედრო ტაძარი არ აშენებულა. ქრისტესშობის 2000 და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის 1500 წლისთავთან დაკავშირებით, გრანდიოზული ტაძრის აშენების იდეა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია II-ს ეკუთვნის.
1995 წლის 23 ნოემბერს, გიორგობას, ელიას მთაზე წმინდა სამების ტაძრის საძირკვლის გაჭრა დაიწყო - მას შემდეგ ზუსტად 15 წელი გავიდა. მშენებლობის ფონდის პრესსამსახურში გასაოცარი სიზუსტითა და გულმოდგინებით არის შემონახული მშენებლობის მიმდინარეობის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა, აღწერილია მშენებლობის ყველა ეტაპი და ის სირთულეები, რომლებიც თავად მშენებლებს გადახდათ თავს.
ენძელა მაჭავარიანი, სამების ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი...
სრულად: Ambebi.Ge
- Login to post comments