Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

გამოსახულება ნეიტრონების საშუალებით: პირველად აჩვენეს მაგნიტური დომენები 3-D (სამ განზომილებაში)

თუმცა ისინი (მაგნიტური დომენები) ყველა მაგნიტურ მასალაში არსებობენ, მათი დანახვა შეუძლებელია. მაგნიტური დომენი არის ერთგვაროვნად დამაგნიტებული მიკროსკოპიულად პატარა არეალი. მეცნიერებმა შეიმუშავეს მეთოდი, რომლის მეშვეობითაც შეძლებენ მაგნიტური დომენების სრული სივრცული სტრუქტურის გამოსახულების ჩვენებას – მასალების სიღრმეშიც კი.

დღემდე, შესაძლებელი იყო მაგნიტური დომენების მხოლოდ ორ-განზომილებიანი გამოსახულების შექმნა. ახლა პირველად, ბერლინის ჰელმჰოლცის ცენტრის მეცნიერთა ჯგუფმა შექმნა ამ დომენების 3-განზომილებიანი გამოსახულებები მაგნიტური მასალის სიღრმეში.

მრავალი მაგნიტური მასალა შედგება მაგნიტური დომენების კომპლექსური ქსელისგან. მკვლევარების მიერ ახლად შემუშავებული მეთოდი იყენებს იმ ადგილებს, სადაც დომენები ეხებიან - ე.წ. დომენების კედლებს. დომენის ფარგლებში, ყველა მაგნიტური მომენტი არის იგივე, მაგრამ მაგნიტური ორიენტაცია განსხვავდება სხვადასხვა დომენებში. ასე რომ, ყოველ დომენის კედელზე მაგნიტური ველის მიმართულება განიცდის ცვლილებებს. მკვლევარები იყენებენ ამ ცვლილებებს რადიოგრაფიულ მეთოდში, რომელშიც ისინი იყენებენ არა სინათლეს, არამედ ნეიტრონებს..

მაგნიტური ველი ოდნავ გადახრის ნეიტრონებს მათი ფრენის გზიდან, როგორც წყალი გადახრის სინათლეს. წყლის ქვეშ მყოფ ობიექტს პირდაპირ ვერ აღიქვამთ, რადგან ამ მოვლენის გამო, ობიექტი გამოჩნდება დამახინჯებით და სხვა ადგილას. ანალოგიურად, ნეიტრონებიც გაივლიან დომენის კედლებს და შეაღწევენ მაგნიტური მასალაში, მაგრამ აღნიშნული კედლები მათ გადახრიან ოდნავ სხვა მიმართულებით...

ვრცლად (ინგლ.): ScienceDaily - Science News

გამოყენებული წყარო: I. Manke, N. Kardjilov, R. Schäfer, A. Hilger, M. Strobl, M. Dawson, C. Grünzweig, G. Behr, M. Hentschel, C. David, et al. Three-dimensional imaging of magnetic domains. Nature Communications, 1, 125 (23 November 2010)