Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ლიტერატურული კონკურსი „PENმარათონი”-2010

"ახალი 7 დღე". მზევინარ ხუციშვილი

1291210759_pen-maratoni

საქართველოში მეექვსედ იმართება ლიტერატურული კონკურსი „PENმარათონი“. პირველი მარათონი 2002 წელს ჩატარდა. წელს კონკურსის ორგანიზატორები არიან გამომცემლობა „დიოგენე” და კომპანია „თრეველთაიმი”.

კონკურსის პირობები:

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისი ასაკიც 16 წელს აღემატება.

კონკურსში მონაწილეობა უფასოა.

კონკურსი ორ ეტაპად გაიმართება: პირველი – კონკურსში მონაწილეობის მსურველთა შერჩევა და მეორე – თავად „PENმარათონი“ - 2010.

საკონკურსო განაცხადები მიიღება გამომცემლობა „დიოგენეს“ ოფისში (თბილისი, კეკელიძის 6, III სართული) 2010 წლის 29 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე ყოველდღე 11-დან 18 საათამდე. მსურველებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა და წარმოადგინონ ერთი ორიგინალური გამოუქვეყნებელი პროზაული ნაწარმოები ან ნაწარმოების ფრაგმენტი (5 გვერდამდე) ნაბეჭდი სახით. წარმოდგენილი მასალა ავტორებს არ უბრუნდება და არ რეცენზირდება.

კონკურსის ჟიური დახურული წესით (ნაწარმოებების ავტორთა ვინაობა უცნობია ჟიურის წევრთათვის) განიხილავს პირველ ეტაპზე წარმოდგენილ მასალას და შეარჩევს კონკურსის მეორე, ძირითადი ეტაპის მონაწილეებს. ჟიურის გადაწყვეტილება ეცნობებათ მხოლოდ ფინალისტებს.

ლიტერატურული კონკურსი „PENმარათონი“ - 2010 გაიმართება 2010 წლის 11-12 დეკემბერს საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში. თითოეულმა კონკურსანტმა 30 საათის განმავლობაში ქართულ ენაზე უნდა დაწეროს ერთი პროზაული ორიგინალური ნაწარმოები. კონკურსანტები იმუშავებენ გარკვეულ თემაზე, რომელიც უშუალოდ მარათონის დაწყების წინ დასახელდება.

ჟიური საკონკურსო ნაწარმოებებს შეაფასებს დახურული წესით (ნაწარმოებების ავტორთა ვინაობა უცნობია ჟიურის წევრთათვის). 

სრულად: ახალი 7 დღე