Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

“მე თბილისის მოტრფიალე ვარ“

“მე თბილისის მოტრფიალე ვარ“ - Presa.ge 12:31 04.12.2010
[მამუკა ნაცვალაძე]

a2514
თბილისური გარემო, მისი განუმეორებელი ყოფა და სათუთი ურთიერთობები, ყოველთვის კვებავდა საქართველოს დედაქალაქს, ეს რეალობა შესანიშნავადაა ასახული ქართულ მუსიკაში.  თბილისი მუდმივად იყო დიდი კომპოზიტორების მუზა, ჩვენს მსმენელს აქვს ბედნიერება მოისმინოს მელოდიები, ძველი თბილისის ასოციაციას რომ იწვევს.

მუსიკალური თემები მთელი სიმძაფრითა და ექსპრესიულობით გადმოსცემს ქალაქურ ყოფას, რითაც თბილისი ყოველასგან გამორჩეული გახლდათ.

ამგვარი განწყობა უხვად მოიპოვება კომპოზიტორ ნუნუ დუღაშვილის შემოქმედებაში.  სწორედ ამ შესანიშნავი კომპოზიტორის  ქმნილებებშია დალექილი ის ძარღვიანი მუსიკალური თემები, რაც თბილისს ასაზრდოებდა. ქალბატონი ნუნუს სიმღერებმა “თბილისო სიხარულო“, “მე თბილისის მოტრფიალე ვარ“, გალაკტიონის, ანა კალანდაძის მურმან ლებანიძის, დოდო გვიშიანის ტექსტებზე შექმნილმა მელოდიებმა გამოსვლისთანავე მოიპოვეს დიდი პოპულარობა.  

 

რატომ ვერ მოერია საბჭოური რეპრესიები თბილისურ ურთიერთობებს
 

მეიდანის ფენომენი ბებიასგან ვიცი, დედას განსაკუთრებულად უნდოდა შეგვეგრძნო, თუ რას ნიშნავდა ეს ადგილი, მისი რჩევით წავიკითხე ალექსანდრე დიუმას “მოგზაურობა კავკასიაში“, სადაც აღწერილი იყო თბილისური აბანოები. ძველი გამოცემა განსაკუთრებულად პედანტურად იყო მიახლოვებული დედანთან, სწორედ იქიდან შევიმეცნე, თუ რა საოცრების დამტევი იყო მეიდანი, თუ რა განსაკუთრებული მოვლენა გახლდათ ჩვენს ცხოვრებაში თბილისური აბანოები.

 

ჩვენს დროს საკმაოდ პოპულარული გახლდათ აკაკი ბელიაშვილის “ცხოვრება ბესიკ გაბაშვილისა“, მშვენიერი ბელეტრისტიკა იყო. იქიდან მახსოვს, თუ როგორ იყო აღწერილი ერეკლეს ქუჩა, კარგად ჩანდა თბილისური ყოფა, ყველასგან გამორჩეული სათუთი ურთიერთობები.

დღესაც დგას დედაჩემის სახლი ჩახრუხაძის ქუჩაზე, სამწუხაროდ ინგრევა... ძალიან დიდია სინანულის გრძნობა...

სრულად: [Presa.ge - ინტერნეტ-გამოცემა]