Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

სხვა სახის ბიბლიოთეკა

Der ehemalige Bundespräsident Richard von Weizsäcker beim Vorlesetag der Mainzer „Stiftung Lesen”

გერმანიის ყოფილი პრეზიდენტი რიჰარდ ფონ ვაიცზეკერი უკითხავს ბავშვებს

კითხვა საჭიროა, ამაში ყველა თანხმდება. ბიბლიოთეკები იქნებოდა შესანიშნავი ადგილი კითხვის უნარების განვითარებისთვის, თუ კი ეს შესაძლებელია.

ხუთი სატელევიზიო კამერა, ფოტოგრაფები, 46 მეხუთეკლასელი და ფეხბურთის ვარსკვლავი: გერმანიის საფეხბურთო ლიგის ოფისში ოლივერ ბიირჰოფი შეხვდა ორი კლასის მოსწავლეებს. ეს იყო მედია მოვლენა.  ბიირჰოფი უკითხავდა მოსწავლეებს თითქმის ნახევარი საათის განმავლობაში, მან აუხსნა, რომ „განათლებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ისევ და ისევ ავიღოთ წიგნი ხელში.“ შემდეგ მან უპასუხა კითხვებს მისი „ოქროს გოლის" შესახებ. ბიირჰოფის გამოსვლა იყო აქციის ნაწილი, რომელიც ჩაატარა მაინცის „კითხვის ფონდმა“ ერთობლივად გაზეთ „ Die Zeit”-თან და გემანიის რკინიგზასთან (“Deutsche Bahn”-თან) ერთად: მთლიანად 9000 ადამიანი კითხულობდა სკოლებში, ბაღებში, ბიბლიოთეკებში.  ბუნებრივი ადგილი წიგნის კითხვის რეკლამისათვის არის ბიბლიოთეკა.

გასაჭირი კითხვის ხელშეწყობის კეთილშობილური მიზნისთვის
მზარდი ბიუჯეტი, რომელიც კონკურენციას გაუწევს წიგნებზე და მედია საშუალებებზე მზარდ ფასებს - ბევრი ბიბლიოთეკისთვის ეს ხელმიუწვდომელია. ზოგ ადგილას ბიუჯეტი ოცი წლის წინანდელი დარჩა – მატების გარეშე. გერმანიის 10855 ბიბლიოთეკის ნახევარზე მეტი მომავალში კიდევ უფრო ნაკლებ სახსრებს განკარგავს. კითხვის ხელშეწყობის კეთილშობილური მიზნისთვის ეს კატასტროფაა.

არა მარტო წიგნის გაცემის ადგილი
ფრანკფურტის ბიბლიოთეკას თავისი 18 ფილიალით- და 80 სასკოლო ბიბლიოთეკას - ყავს სპონსორები, რომლებიც აფინანსებენ განსაკუთრებულ აქციებს. მწირი ბიუჯეტის პირობებში, ყოველი პოტენციური დონორის შემოწირულობა მრავალი ორგანიზაციის "ალყაშია", ეს ართულებს საქმეს. ვაინჰაიმში ბიბლიოთეკის სტაჟიორებმა მასმედიისთვის განკუთვნილი ოთახები ახლად მოაწყვეს, ასევე მოაწყვეს კითხვის კუთხე და თოჯინების თეატრიც კი ააშენეს, არის კაფე ახალგაზრდა მკითხველებისათვის. ასეთი ბიბლიოთეკები, რომლებიც იღწვიან თავისი აუდიტორიისთვის, წარმოადგენენ არა მხოლოდ წიგნის დისტრიბუციის ადგილს.

მჭიდრო თანამშრომლობა სკოლებთან
შარშან გერმანიის ბიბლიოთეკებს 200 მილიონჯერ ესტუმრნენ მკითხველები. ეს ორჯერ აღემატებოდა მუზეუმებში და რვაჯერ თეატრებში დასწრებას. მრავალი ბიბლიოთეკები თანამშრომლობენ მჭიდროდ სკოლებთან. ზოგ ადგილებში ბიბლიოთეკით სარგებლობის შესავალი კურსი შესულია სასკოლო პროგრამაში. ამას წინათ ბიბლიოთეკის ერთი განყოფილება განთავსდა სკოლაში, ის გადაკეთდა სკოლის ბიბლიოთეკად. ფრანკფურტის ბიბლიოთეკაში არის განყოფილება, რომელიც ხელმძღვანელობს სასკოლო ბიბლიოთეკებს.

სხვა გზას გვთავაზობს "კითხვის ფონდი" პროექტით “Lesestart” - "დაიწყეთ კითხვა": როდესაც მშობელს ერთი წლის ბავშვი მიჰყავს ექიმთან ჩვეულებრივ სამედიცინო შემოწმებაზე, მშობელს აძლევენ პატარა პაკეტს. იქ დასურათებული წიგნია, ბროშურა რჩევებით მშობლებისთვის, კითხვის ხელშეწყობის რჩევები და სხვა.

ეს პროექტი ანალოგიური ბრიტანული პროექტის საფუძველზე მომზადდა - იგი ამჟამად 24 ენაზე მოქმედებს.

ტექსტი ვრცლად ( გერმანულ ენაზე ): Frankfurter Allgemeine FAZ NET