Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

უცნაური მანათობელი ფენომენი: ევროპელი მეცნიერები საიდუმლოს ამოხსნას ცდილობენ

Hessdalen-lights

ფოტო საიტიდან http://blog.strangenewsdaily.net

29 ნოემბერს GEIPAN-მა, საფრანგეთის კოსმოსური კვლევის ეროვნული ცენტრის სპეციალურმა სამსახურმა, თავის ინტერნეტ საიტზე აღნიშნა, რომ ამ ზამთარს აპირებს, მონაწილეობა მიიღოს მაღალტექნოლოგიურ სამეცნიერო კვლევით კამპანიაში, რათა სცადოს უცნაური მანათობელი ფენომენის საიდუმლოს ამოხსნა, რომელიც სულ მცირე ერთი საუკუნეა, ნორვეგიის ცაზე ჩნდება ხოლმე.
ჩნდება მოულოდნელად და ქრება რამოდენიმე წამში, ან წუთში, ერთია – ან მცირე რაოდენობით, უძრავია – ან სწრაფად გადაადგილდება, ასეთია იდუმალებით მოცული მანათობელი ფენომენი, რომელიც დაახლოებით 10 მეტრს აღწევს და რომელზეც ათწლეულების მანძილზე ახდენენ დაკვირვებას ჰესდალენის (Hessdalen) ხეობაში, ოსლოდან ჩრდილოეთით 300 კილომეტრში, ნორვეგიაში. რელიეფის თავისებური პირობებიდან წარმოქმნილი და მიწისქვეშა მადნების არსებობით ხელშეწყობილი პლაზმის გუნდის ჰიპოტეზა გათვალისწინებულია, მაგრამ ამ დროისათვის დაუსაბუთებელია.

ფენომენს სწავლობდა ოსლოს უნივერსიტეტი, რომელმაც კამერები განათავსა ადგილზე და ბოლონიის (იტალია) რადიო-ასტრონომიული ინსტიტუტი, რომელმაც რადარი ჩადგა. 2010-2011 წლის ზამთრის განმავლობაში ისინი ერთმანეთს დაუკავშირდებიან ფრანგი მეცნიერების ჯგუფის საშუალებით, რომლებიც არაიდენტიფიცირებული აეროკოსმიური ფენომენების  შემსწავლელი სამსახურის GEIPAN მიერ დანიშნა.

ტექსტი ფრანგულად:

http://fr.news.yahoo.com/68/20101204/tsc-phnomnes-lumineux-tranges-des-scient-04aaa9b.html