სატურნის რკალები: ახლი თეორია მათი წარმოშობის შესახებ

ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევა მიუთითებს, რომ სატურნის რკალები შეიძლება იყოს უძველესი მთვარეები, რომლებიც ყინულის ნამტვრევებად გაიფანტნენ პლანეტის გარშემო.
ახალი თეორიის მიხედვით, სატურნის რკალები დიდი ხნის წინ გაუჩინარებული იმ ბუნებრივი თანამგზავრების ნარჩენები უნდა იყოს, რომლებმაც პლანეტაზე მიჯახებამდე მოიშორეს ყინულის გარე ფენა. ყინულის ფრაგმენტები კი ასე შემოეწყვნენ გარშემო მზის სისტემაში სიდიდით მეორე პლანეტას და შექმნეს დღეისათვის ჩვენთვის ნაცნობი რკალები,- ფიქრობს რობინ კანუპი (Robin Canup), ჟურნალ Nature-ში გუშინ გამოქვეყნებული კვლევის ავტორი.
„ ამით აიხსნება არა მხოლოდ აღნიშნული რკალების არსებობა, არამედ იმ უამრავი ყინულოვანი მთვარის არსებობაც, რომლებსაც ჩვენ მივაკვლიეთ“,- განმარტავს იგი.აქამდე სატურნის რკალების არსებობა ორი თეორიით აიხსნებოდა: ან რომელიმე პატარა მთვარე მიცურდა ამ პლანეტის მიმართულებით და მასთან კონტაქტისას აფეთქდა, ან რომელიმე კომეტა მიეჯახა მის ერთ-ერთ თანამგზავრს და ის ნაწილებად დაშლილი დაფრინავს. ეს ჰიპოთეზები გარკვეულ პრობლემებს იწვევს: ამ ორი სცენარის შედეგად უნდა გაჩენილიყო კლდოვანი და ყინულოვანი ნაერთის რკალები და არა ყინულით მდიდარი რკალები, რომლებსაც ჩვენ დღეს ვხედავთ: ესენი 90-95 % წყლის ყინულისგან შედგება.
ვრცელი ტექსტი ფრანგულად:
http://fr.news.yahoo.com/- Login to post comments